თბილისი:
მანჩესტერი:
12-06-2016, 22:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2853,
კომენტარები: 11
იბრაჰიმოვიჩი: "ჯერ კიდევ ბევრი რამ შემიძლია"
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის ჩვენება შეუძლია.
იბრაჰიმოვიჩი:
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ახალი კლუბი მისი სახით შეიძენს არა ვეტერანს, არამედ ფეხბურთელს, რომელიც თავის საუკეთესო ფორმაში იმყოფება.

მოსალოდნელია, რომ 34 წლის იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან" გააფორმებს კონტრაქტს და ამ ამბავს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები. ერთნი ფიქრობენ, რომ შვედი მხოლოდ 1 წლით შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს და შემდეგ რეგრესი ექნება, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ იბრაჰიმოვიჩმა თავისი მაქსიმუმი უკვე აჩვენა.

თავად ფეხბურთელი კი არცერთ მოსაზრებას არ იზიარებს და თვლის, რომ დროის სვლასთან ერთად უკეთესი ხდება.

"ყოველი გასული წლის შემდეგ უკეთესი ვხდები. განვითარებას ვაგრძელებ და ყოველთვის ახალ რამეს ვსწავლობ, არასდროს ვარ დაკმაყოფილებული.

დამშეული უნდა იყო, რათა უკეთესი გახდე. როცა ვგრძნობ, რომ რამეს მივაღწიე, ახალ გამოწვევას ვიღებ. სიახლე მჭირდება, სწავლა და მოედანზე შრომა უნდა გავაგრძელო. ვიცი, რაც მინდა და ვიცი, რომ მივაღწევ - აი ასე.

მინდა თამაში, იმის ჩვენება, რომ ჩემნაირ ლეგენდას ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია. ვდომინირებდი ყველგან, სადაც ვიყავი, ასე რომ, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. დომინირებას ახლაც ვაგრძელებ. ზურგს უკან ძლიერი სეზონი მაქვს, აქ კი იმისთვის ვარ, რომ სიამოვნება მივიღო",
- განაცხადა შვედმა.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 ივნისი 2016 22:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ხვალ მარტო შენ გამო უნდა ვუყურო შვედეთის მატჩს. ეყოფა რა, ამდენი თავის მართლება რა საჭიროა. ადრე უფრო ადვილად იტყოდა ხოლმე: "არაფერი მაქვს დასამტკიცებელი" და მორჩა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: კანტონა
12 ივნისი 2016 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
შეიძლება მართლა 1 წელი ითამაშოს მაღალ დონეზე მარა მაინც მაგრა მინდა რო მანჩესტერში მოვიდეს
0
№3
ავტორი: PaLoMo
12 ივნისი 2016 22:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4066
ვსიო რაა ეს ჩვენთან მოდის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
12 ივნისი 2016 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
დროზე მოდი რააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№5
ავტორი: მარსიალი
12 ივნისი 2016 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ლაპარაკი პირველ რიგში ალბად
0
№6
ავტორი: gela-manchesteri
12 ივნისი 2016 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
რო სჰეგილია იმიტო გვინდა აქ რო იყო ბლლინ
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
12 ივნისი 2016 23:02
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მემრე მოდი იბრა სულ რო 1 წელი ითამაშო მაინც მინდა შენი ნახვა მანჩესტერის მაისურში 3d_7
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
12 ივნისი 2016 23:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ეს არ იღლება თავის ქებით wink
0
№9
ავტორი: hemi
12 ივნისი 2016 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
რამდენს ლაპარაკობს ეს ჩემისა რა არი
0
№10
ავტორი: stepno
13 ივნისი 2016 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტვინი ნუ მო***იი წამოდიი და გვაჩვენე რა შეგიძლიაა საქმე ლაპარაკის ნაცვლად wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top