12-06-2016, 15:19
ნანახია: 2884,
კომენტარები: 16
"რეალს" დრო ოთხშაბათამდე აქვს
დე ხეას გამოსასყიდი პუნქტი ოთხშაბათს გაუქმდება.
პრესის თანახმად, მადრიდის "რეალს" ოთხშაბათამდე აქვს დრო იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა გადაიბიროს.
დე ხეამ სეზონის სტარტზე "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა მას შემდეგ, რაც მადრიდში მისი გადასვლა არ მოხერხდა.
მიუხედავად ამისა, ესპანელის სახელს კვლავ უკავშირებენ "რეალს" და მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც არის შესული.
the Times-ი იტყობინება, რომ "სპეციალური წასვლის პუნქტი" ოთხშაბათს იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ "რეალი" დე ხეას გადაბირების შანსს ხელიდან უშვებს.
წყარო:
M.E.N.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.