"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, მარუან ფელაინიმ მიანიშნა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს და ჟოზე მოურინიოს მომდევნო სეზონში მისი იმედი ექნება.
ბელგიელი ფეხბურთელის სახელს ხშირად უკავშირებდნენ სხვადასხვა კლუბებს, რომელთა შორის იყო "ნაპოლიც", მაგრამ, როგორც თვითონ აღნიშნა, არსად წასვლას არ აპირებს.
"ჩემი მომავალი ნათელია, მე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მაქვს კონტრაქტი. ამასთან, დიდებული მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მოდის.
მას ტიტულის მოგება მოსწონს და ჩემთვის პატივი და სიამაყე იქნება მასთან ერთად მუშაობა. ახლა ჩემზეა დამოკიდებული იმის ჩვენება, რომ ჩემი იმედის ქონა შეიძლება.
მოურინიომ მოკლეტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა, "იუნაიტედში" ყოფნა მომილოცა და კარგი ევროპის ჩემპიონატი მისურვა", - განაცხადა ფელაინიმ.