"მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნემ, მირალემ პიანიჩმა მოითხოვა, რომ "რომამ" "იუვენტუსში" მისი გადასვლა დააკმაყოფილოს და ტურინელების მიერ გადახდილ თანხას, რომელიც 30 მლნ. ფუნტს შეადგენს, დასჯერდეს.
"რომას" გენერალურმა მენეჯერმა მაურო ბალდისონიმ რადიოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ბოსნიელმა ფეხბურთელმა კლუბს წერილი გაუგზავნა.
"მოდით, ერთი რამ ცხადად ვთქვათ. ნორმალურ სამყაროში კლუბის დირექტორი არ უნდა მოდიოდეს აქ და რადიოს ინტერვიუს არ უნდა აძლევდეს იმის თაობაზე, რომ სისულელე უარყოს ან დაადასტუროს.
ეს არის წერილი, რომელიც "რომამ" მიიღო... "მსურს გაცნობოთ ჩემი სურვილის შესახებ, რათა სხვა კლუბში ჩემს გადასვლას ხელი შეუწყოთ, როგორც წინათ შევთანხმდით.
ასევე მსურს გაცნობოთ, რომ მე გადავიხდი სატრანსფერო ღირებულების 20%-ს, რაზეც შევუთანხმდი კლუბს, რომელიც არის "იუვენტუსი". გმადლობთ და გთხოვთ, კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებული აუცილებლობის შემთხვევაში მომმართოთ.
თქვენი პატივისცემით, მირალემ პიანიჩი", - განაცხადა ბალდისონიმ.