თბილისი:
მანჩესტერი:
16-06-2016, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2789,
კომენტარები: 9
შეჯამება (ნაწილი I)
თავი X
შეჯამება (ნაწილი I)
ხელმომჭირნეობა

პრობლემაში ფულის გადაყრა არასდროს ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება. ხანდახან ეს სიტუაციის მოკლევადიან გამოსწორებაში მეხმარებოდა, როგორც მაგალითად 2012 წელს რობინ ვან პერსის შეძენა იყო, რომელმაც ჩვენი შეტევა გააძლიერა, მაგრამ არ მახსენდება არცერთი საფეხბურთო ეპიზოდი, როცა ღია ქვითრის წიგნაკმა გუნდი ხანგრძლივად აქცია გამარჯვებულად. 1992 წელს კლუბი ერიკ კანტონას შეძენის გამოვაცოცხლეთ, მაგრამ იგი მხოლოდ 900 ათასი ფუნტი დაგვიჯდა. ფული ვერ შექმნის მრავალმხრივ კლუბს; ფული არ წარმოადგენს გენეალოგიას და ისტორიას; ფული ვერ შეავსებს სტადიონებს გულშემატკივრებით, რომლებიც მზად არიან წვიმაში მოსასვლელად და ვერც პატარა ბიჭებს აოცნებებებს ამ გუნდზე.

დოღზე იღბლის გამოცდა მომწონდა, მაგრამ ჭარბ ფლანგვას ყოველთვის გულისამრევად მივიჩნევდი. ჭკუიდან გადავყავდი ფეხბურთელთა ჩვევას, მაისურები გაეცვალათ მოწინააღმდეგესთან ან მეგობირებისთვის და ნათესავებისთვის გაეგზავნათ. თითოეული ეს მაისური ძვირადღირებული იყო და კლუბს ახლების შეძენა უხდებოდა, როცა კლუბში ეკიპირების მარაგი თავდებოდა. პენსიაში ჩემს გასვლამდე ექვსი წლით ადრე ალბერტ მორგანმა, კლუბის ეკიპირებაზე პასუხისმგებელმა მითხრა, რომ სეზონის განმავლობაში რამდენიმე ასეულ მაისურს გავცემდით. მათი უმრავლესობა სუვენირებით მოვაჭრეების ხელში ან eBay-ზე ხვდებოდა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მაისურების გაცვლა მომავალშიც შეეძლოთ, მაგრამ ფულს უკვე საკუთარი ჯიბიდან გადაიხდინენ.

სკეპტიკოსებმა შეიძლება თითი გაიშვიროს ჩემი რომელიმე ტრანსფერისკენ და განაცხადონ, რომ ფული გადავყარე. ჩვეულებრივ, ამის მაგალითად დიმიტარ ბერბატოვი მოჰყავთ, რომელიც "ტოტენჰემიდან" 30.75 მლნ. ფუნტად შევიძინეთ, მისი მოგვიანებით გაყიდვის შედეგად კი ამ თანხის მხოლოდ 10% მივიღეთ; ხუან სებასტიან ვერონი, 24 მლნ. ფუნტად შეძენილი და 15 მილიონად გაყიდული; და საბრალო ლუი საა, თავდამსხმელი, რომელსაც კარიერა ტრავმება გაუფუჭეს და რომელიც თითქმის უფასოდ გავუშვით, თუმცაღა 12.4 მლნ. ფუნტად შევიძინეთ. სხვათაშორის, თუ კარგად დააკვირდებით მრავალი წლის განმავლობაში ჩემ მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს, ფული ტყუილად არ გადამიყრის. ყველაზე ცუდი შენაძენებიც კი არ შეიძლება შევიყვანოთ პრემიერ ლიგის მთავარი ჩაფლავების კატეგორიაში; მაგალითად, 50 მლნ. ფუნტი, რომელიც "ჩელსიმ" ფერნანდო ტორესში გადაიხადა 2011 წელს, ოთხ წელში ფერფლად იქცა, როცა იგი მადრიდის "ატლეტიკოში" გაუშვეს.

შეჯამება (ნაწილი I)


ფულის ხარჯვასთან ჩემი დამოკიდებულება ნაწილობრივ ჩემი აღზრდით აიხსნება. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მე და ჩემს ძმას არასდროს არაფერი დაგვჭირვებოდა, მაგრამ ჰოვანაში ჩვენ მიერ ნაქირავებ ბინაში არავითარი ფუფუნება არ იგრძნობოდა. ასევე ხდებოდა ფეხბურთელობისა და მწვრთნელის განმავლობაშიც. ეს ყველაფერი ჩემს შოტლანდიურ ფესვებს დაუკავშირეთ - კლუბის ფულს ყოველთვის ისე ვეპყრობოდი, თითქოს ჩემი საკუთრება ყოფილიყო.

ფეხბურთელის პირველი ხელფასი 1964 წელს "დანფერმლინში" მივიღე, რამეთუ ჩემს პირველ კლუბს "ქუინზ პარკს" სამოყვარულო სტატუსი ჰქონდა და მასში ჰონორარს არ მაძლევდნენ. "დანფერმლინის" ფეხბურტელობისას კვირაში 28 ფუნტს ვიღებდი (დღევანდელ ფულზე დაახლოებით 524 ფუნტია), მაგრამ იმის გამო, რომ ინსტრუმენტების ოსტატის სამსახურის მიტოვება მომიხდა, ჩემი გარანტირებული კვირეული შემოსავალი 41 ფუნტამდე დაეცა, რადგანაც დავკარგე 13 ფუნტი - ინსტრუმენტების ოსტატის კვირეული ხელფასი. ამიტომაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების ბონუსების მირება. როცა "რეინჯერსში" გადავედი, 60 ფუნტს (998) მიხდინენ ზაფხულში და 80 ფუნტს (1331) სეზონის მიმდინარეობისას. "სენტ-მირენის" მწვრთნელი გავხდი და ჩვენი პირველი საშინაო მატჩი "ჰამილტონის" წინააღმდეგ შედგა. სტადიონზე შეკრებილი სამი ათასი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობდით, სტადიონი კი 25 ათასს იტევდა. კლუბი კრიზისში იმყოფებოდა. ფეხბურთელებს შესაბამისობით უხდიდნენ, სეზონის მიმდინარეობისას 12 ფუნტს, ხოლო ზაფხულში 7 ფუნტს, გუნდი კი შოტლანდიის მეორე დივიზიონში იმყოფებოდა.

"აბერდინის" მფლობელი დიკ დონალდი ყოველგვარ ხარჯს აკვირდებოდა. მას უნდოდა, რომ მისი კლუბი წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ ბედნიერი იყო იმითაც, რომ პატარა წარმატებულ კლუბს ფლობდა და ყოველთვის "აბერდინის" შემოსავალზე ეჭირა თვალი. დანაკარგებს ვერ იტანდა. ყოველთვის ერთსა და იმავე ჰალსტუხს ატარებდა, ახალ თასმებს არ ყიდულობდა. როცა თასმა უწყდებოდა, უბრალოდ უფრო მაგრად იკრავდა. 1984 წელს "აბერდინი" შოტლანდიის ლიგის თასის ფინალში გავიდა და მივხვდი, რომ არავის შეუკვეთია შამპანიური, ამიტომ კლუბის მდივანს, იეუნ ტაგარტუს დავურეკე, რათა დავრწმუნებულიყავი: ავტობუსში შამპანიურის რვა ყუთი გვექნებოდა (კლუბების უმეტესობა 20 მაინც შეუკვეთდა). ტაგარტი პანიკაში ჩავარდა და მიპასუხა: "არ შემიძლია. მისტერ დონალდი გაგიჟდება". დონალდმა ყუთები დაინახა და ტაგარტს მოუწია ეთქვა, რომ მხოლოდ ორ ცალს მოიტანდნენ ავტობუსში, დანარჩენს კი საწყობში შეინახავდნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ ზედმეტი შამპანიური ავტობუსის ტუალეტში დავმალეთ და თასის მოგების შემდეგ სახლისკენ რომ ვბრუნდებოდით, შამპანიური კი ღვარად ედინებოდა, დიკი მომიბრუნდა და მეკითხება: "მისტერ ფერგიუსონ, დღეს რამდენი თასი მოვიგეთ?"

ახალი მარცხენა ვინგერის შეძენა რომ მდომოდა, მეტყოდა: "ჩვენი მარცხენა ვინგერი არა გვყავს?" მე ვპასუხობდი: "გვყავს, მაგრამ მხოლოდ 16 წლის არის და ახალგაზრდული გუნდისთვისაც კი არ ვარგა". ხელფასებზე და პრემიებზე ყოველთვის წუწუნებდა, მაგრამ მაინც გასცემდა და მეკითხებოდა: "დაშვებულზე მეტს რატომ უხდით?" მე ვპასუხობდი: "მისტერ პრეზიდენტო, ჩვენ ფეხბურთის სამყაროში ვცხოვრობთ. დაღმასვლა არ შეუძლია, სულ აღმა უნდა იარო და საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნების ერთადერთი გზა - მათთვის პრემიების მიცემაა, როცა იმარჯვებენ". დიკს თვითკმაყოფილების ეშინოდა და ერთ-ერთი ფინალის წინ ნახევრადხუმრობით მითხრა: "ცუდი არ იქნება, თუ წავაგებთ, რადგან ფეხბურთელებს თავში არ აუვარდებათ". ამის თქმაც უყვარდა: "არ მინდა, ამ საფეხბურთო კლუბის ფინანსურ ანგარიშში წითელი ფერი ოდესმე დავინახო". ყველაზე დიდი თანხა, რომელიც "აბერდინში" მუშაობისას ფეხბურთელში გადამიხდია - 300 ათასი ფუნტია, რომელიც 1985 წელს ჯიმ ბეტში გადავიხადეთ და ამ თანხის ნაწილის საშოვნელად სხვა ფეხბურთელი გავყიდეთ.

უცნაურია, მაგრამ ჩემი ხელმომჭირნეობა ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ "იუნაიტედში" მუშაობა შემომთავაზეს. მარტინ ედვარდსთან ერთ-ერთი პირველი საუბრისას, როცა საკუთარი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდის მნიშვნელობას განვიხილავდით, მას ვუთხარი: "არასდროს ვიქნები შემსყიდველი-მწვრთნელი". მან მიპასუხა: "ამაზე ვიფიქრეთ და ამიტომ მოგმართეთ". ვერ წარმომიდგენია, რომელიმე დამსაქმებელს მფლანგველის აყვანა მოუნდეს.

როცა "იუნაიტედში" პირველი ფეხბურთელის შეძენა მომინდა, მარტინმა მხოლოდ 1 მლნ. ფუნტი მომცა. მთელი ფული მატჩების აბონიმენტით, გაყიდული ბილეთით ან ფეხბურთელების ტრანსფერებით იშოვებოდა. არ არსებობდა მდიდარი მფარველი, რომელსაც უფრო მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე ჯანსაღ აზრს, რომელიც კლუბში ფულს დებდა. პირველი ფეხბურთელი, რომელიც შევიძინე - ვივ ანდერსონი, მცველი იყო. იგი მხოლოდ 250 ათას ფუნტად ვიყიდეთ; შემდეგ 850 ათას ფუნტად ბრაიან მაკკლერი შევიძინეთ. ამის მერე ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი გადავიბირეთ - მათ შორის იესპერ ოლსენი, გორდონ სტრაკანი და პოლ მაკგრატი. 1989 წელს დაახლოებით რვა მილიონი ფუნტი დავხარჯე ხუთ ფეხბურთელზე, რომელთაგან ყველაზე ძვირადღირებული გარი პალისტერი იყო.

90-ანებში ბრწყინვალედ მოასპარეზე "იუნაიტედის" შესახებ, რომელმაც 1999 წელს ტრებლი მოიგო - ჩემპიონატი, ინგლისის თასის და ჩემპიონთა ლიგა - 60 მილიონი ფუნტი დაიხარჯა. 320 მლნ. ფუნტზე ოდნავ მეტი დავხარჯეთ იმ ტრანსფერებზე, რომლებიც აუცილებელი იყო უმაღლეს დონეზე მომდევნო ათი წლის განმავლობაში ასპარეზობისთვის, მაგრამ ამაში მხოლოდ გადახდილ თანხას ვგულისხმობ და არ ვათვლი 256 მლნ. ფუნტს, რომელიც ფეხბურთელების გაყიდვით გამოვიმუშავეთ. 1986 წლიდან 2008 წლამდე ჩემი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა 23 წლის რიო ფერდინანდი "ლიდსიდან", რომელშიც 2002 წელს 29 მლნ. ფუნტი გადავიხადეთ. რიომ "იუნაიტედში" 12 სეზონი გაატარა და 455 მატჩი ითამაშა, ინგლისის ნაკრებში 54 ("იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში), სანამ ქპრ-ში გადავიდოდა, ერთი წლის შემდეგ კი კარიერას დაასრულებდა. თუმცა რიოს ფასი მაღალი იყო, მისი ძვირფასეულობა არანაკლებ მაღალი გამოდგა. მასზე დახარჯულ თანხას "იუნაიტედში" მისი ყოფნის პერიოდზე თუ გავყოფთ, კლუბს კი წელიწადში 2.5 მლნ. ფუნტი უჯდებოდა. მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სატრანსფერო ღირებულების კომპენსირება მოახდინა 2003 წელს დევიდ ბექჰემში აღებულმა 25 მლნ. ფუნტმა, რომელიც "რეალმა" გადაგვიხადა, თავად დევიდი კი საერთოდ არაფერი დაგვიჯდა.

შეჯამება (ნაწილი I)


რიოს გარდა, ჩვენი დაცვის გაძლიერება თითქმის უფასოდ გამოგვივიდა: 5,5 მლნ. ფუნტი პატრის ევრას და 7,5 მლნ. ფუნტი ნემანია ვიდიჩის სანაცვლოდ, ორივე მათგანი 2006 წელს შევიძინეთ. რაფაელ და სილვა და მისი ძმა ფაბიო 2008 წელს გავიფორმეთ, სანამ რომელიმე მათგანი პროფესიონალურ დონეს მიაღწევდა. ჩვენ გადავჭერით პეტერ შმეიხელის წასვლის შემდეგ ჩემი 6-წლიანი სატკივარი პრობლემა და "ფულჰემიდან" 2005 წელს ედვინ ვან დერ სარი შევიძინეთ. ვან დერ სარი 34 წლის იყო, როცა 2 მლნ. ფუნტად გადმოვიყვანეთ. შეადარეთ იგი "ჩელსის" მეკარეებს დროის იმავე მონაკვეთში. მათი შეძენის მომენტიდან ჩემ პენსიაში გასვლამდე ევრამ, ვიდიჩმა, ძმებმა და სილვებმა და ვან დერ სარმა ერთად 1049 მატჩი ჩაატარეს "იუნაიტედის" რიგებში.

როცა ფეხბურთელის შეძენაზე ვფიქრობდი, ყოველთვის მათ სისწრაფეს, წონასწორობის შეგრძნებასა და ტექნიკას ვაფასებდი. ამასთან, ყოველთვის უნდა მცოდნოდა, რამდენად ჯანრმთელი იყო. ერთია - იყიდო ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოველ კვირაში გამოსასვლელად მზად არის. მაგრამ სულ სხვა - გადაიხადო ფული მასში, რომელიც ყოველ მესამე მატჩში ტრავმას იღებს. ასეთი ფეხბურთელის შეძენას აზრი არ აქვს.

ახალგაზრდებისადმი ჩვენმა ყურადღებამ ორ შედეგამდე მიგვიყვანა: პირველი გუნდისთვის მთელი რიგი ნიჭი და ძალიან სტაბულიური დამატებითი შემოსავალი. იმ ხნის განმავლობაში, რაც "იუნაიტედის" მწვრთნელი ვიყავი, 100 მილიონ ფუნტზე მეტი ავიღეთ იმ ფეხბურთელთა გაყიდვაში, რომლებიც ახალგაზრდობაში შევამჩნიეთ და ჩვენს მოსამსაზდებელ სისტემაში გამოვზარდეთ. ესენი არიან არა მარტო ბექჰემი და ბატი, არამედ ჟერარ პიკე და ჯუზეპე როსი, რომლებიც ჩვენს აკადემიაში სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ისინი შევამჩნიეთ, გამოვზარდეთ და გვინდოდა, რომ ჩვენი გარჯისთვის ფული მიგვეღო, რადგანაც მათი უმრავლესობა უკვე 10-15 წლიდან თამაშობდა მაღალ დონეზე. ფრეიზერ კემპბელი, რობი ბრედი, რაიან შოუქროსი, დენი ჰიგინგოთამი, დევიდ ჰილი, ჯონ კერტისი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფეხბურთელებისა, რომელთაც "იუნაიტედი" სხვა ადგილას თამაშის გამო დატოვეს. თუკი რომელიმე ბიჭი ჩვენი განვითარების ცენტრში პერსპექტივას ავლენდა, მისი გაფორმება ჩვენთვის დიდ ფინანსურ რისკს არ წარმოადგენდა. კიტ გილესპი 16 წლის ასაკში აღმოვაჩინეთ და "იუნაიტედში" რამდენიმე მატჩი ჩაატარა, სანამ 1 მლნ. ფუნტს მივიღებდით იმ შეთანხმების ნაწილის საფუძველზე, რომლითაც ენდი კოული "ოლდ ტრაფორდზე" აღმოჩნდა. ყველაზე დიდი რისკი კონკრეტული ფეხბურთელის არასწორი შეფასება იყო, ჩვენ ხომ მის მაგივრად ნიჭიერ ბიჭთან მუშაობა შეგვეძლო. ცოტა უფრო მეტი უნდა მოგვეთმინა, რათა ჭეშმარიტი პოტენციალი დაგვენახა ბიჭში, რადგანაც ყველას ფიზიკური განვითარება ერთნაირად მიმდინარეობს. თუ მათ გაყიდვას გადავწყვეტდით, მოლაპარაკებების პროცესს მეტისმეტი გულისყურით ვეკიდებოდით.

თუკი ეს ბიჭები მომზადების სხვადასხვა ეტაპებს გაივლიდნენ, საბოლოოდ ახალგაზრდულ გუნდში, ან, რაც უფრო კარგია, ძირითადი გუნდის რეზერვში აღმოჩნდებოდნენ და ჩვენც არჩევანი გვიჩნდებოდა. საუკეთესო ფეხბურთელები, მალითად, დენი უელბეკი და ადნან იანუზაი, საკმაოდ ნიჭიერები იყვნენ იმისათვის, რომ ახალგაზრდობიდან პირველ გუნდამდე გზა გაევლოთ, ხოლო სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილებებს ვიღებდით. ჩვეულებრივ, სანამ ფეხბურთელი 20 ან 21 წლის ასაკს მიაღწევს, უკვე ხვდები, შეძლებს თუ არა შემადგელობაში მოხვედრას. თუ ვერ ვრწმუნდებოდით, ფეხბურთელს სხვა კლუბში ვანათხოვრებდით, რათა მიმხვდარიყო, რას ნიშნავს პირველ გუნდში თამაში. ასე მოვიქეცით ტომ ქლევერლის შემთხვევაში - იგი იჯარით გავუშვით "უოტფორდში", "უიგანსა" და "ლესტერში". ჯონი ევანსი "ანთვერპენში" თამაშობდა, "სანდერლენდში" - ორჯერ, უელბელი "პრესტონსა" და "სანდერლენდში" გამოდიოდა. ხანდახან საჭირო შედეგს ვერ ვიღებდით, როგორც ჯუზეპე როსის შემთხვევაში მოხდა, რომელიც "ნიუკასლსა" და "პარმაში" ვათამაშეთ, ან თუნდაც ფედერიკო მაკედას მაგალითი ავიღოთ, რომელმაც "სამპდორიაში" და ქპრ-ში ითამაშა. მათ ძალიან ცოტა მატჩი ჩაატარეს, მათმა განვითარებამ პაუზა აიღო.

შეჯამება (ნაწილი I)


ხანდახან ძალიან დიდხანს ვიცდიდით, სანამ გავყიდდით ფეხბურთელს, რომელიც ჩვენს შემადგენლობაში ვერ შედიოდა ან უფრო ნაკლებად ღირებული ხდებოდა ტრავმების გამო. ასეთები სულ რამდენიმე იყვნენ, მაგალითად, ჯეიმს ჩესტერი, რომლის სიტუაციაშიც კინაღამ ფული დავკარგეთ. ჯეიმსმა რამდენიმეჯერ მიიღო მხულის ტრავმა, რომელთაც დიდი ხნით გამოიყვანეს მწყობრიდან და საბოლოოდ "ჰალ სიტიში" 2011 წელს 300 ათას ფუნტად გავყიდეთ. მომდევნო 4.5 სეზონში მან 170 მატჩი ჩაატარა - ნამდვილად წარმატებული შენაძენი.

სარფიანი შეთავაზების გასაფორმებლად ყოველთვის მზად ვიყავით, მაგრამ ფეხბურთში, როგორც ცხოვრებაში, იმას იღებ, რისთვისაც იხდი. თუ, რა თქმა უნდა, ისე არ გაგიმართლა, როგორც ერიკ კანტონას შემთხვევაში, რომელიც "ლიდსიდან" შევიძინეთ მას შემდეგ, რაც დენის ირვინი შემოგვთავაზეს. იგივე მოხდა პეტერ შმეიხელის შემთხვევაში, რომელიც 28 წლის ასაკში ჯერ კიდევ "ბრონდბიუში" თამაშობდა. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ დიდმა კლუბმა უფრო ადრე არ იყიდა. 2008 წელს წელს კარლიშ კეირუშის მეგობარი ანგოლაში სკაუტად მუშაობდა და მანუშს წააწყდა. შევამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ კარგი მარცხენა ფეხი აქვს. 250 ათას ფუნტად შევიძინეთ, რადგანაც ეს მცირე თანხა იყო და როცა მივხვდით, რომ ჩვენთვის საჭირო ნიჭი არ ჰქონდა, "რეალ ვალიადოლიდში" 2.5 მლნ. ფუნტად გავყიდეთ.

ზოგიერთი კლუბი - გონებაში "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" მომდის - ჩექის წიგნაკს იყენებს, რათა გამარჯვებულთა გუნდი ააშენოს. მადრიდის "რეალი" დიდი ხანია იხდის ბევრ ფულს იმისათვის, რომ საოცრად ნიჭიერი ფეხბურთელები შეიძინოს, "გალაქტიკოსები", რომლებიც კარიერის პიკზე არიან - ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, კაკა, კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბეილი და ხამეს როდრიგესი. მათმა ასეთმა სტრატეგიამ გაამართლა, რაც აჩვენებს, რომ წარმატების მისაღწევად ერთხელ მეტი გზა არსებობს. სხვათაშორის, ჩემი აღზრდიდან გამომდინარე, მე უფრო შენებისკენ ვიხრებოდი, ვიდრე ყიდვისკენ. ვვარაუდობ, რომ ჩემი შვილი მარკი თავისი ლექსიკონით ღირებულის ინვესტორს მიწოდებდა.

ყოველთვის მომწონს კარიერის მიწურულს მყოფი ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენა. არ ველოდით, რომ ჩვენთან დიდხანს დარჩებოდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ ხანდახან მცირე თანხაში ვიპოვიდით ფეხბურთელს, რომელიც უფსკრულის ამოვსებაში დაგვეხმარებოდა. 2001 წელს მილანის "ინტერიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით ლორან ბლანი გადავიბირეთ. ბლანი 35 წლის იყო, მაგრამ ტიტულოვანი და გამოცდილი ფეხბურთელი იყო, ჩვენ კი დაცვაში დაზღვევა გვჭირდებოდა. იმავე ტაქტიკას მივმართეთ 2009 წელს, როცა მაიკლ ოუენი, ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გავიფორმეთ, რათა ჩვენს შეტევას ხანდახან ნაპერწკალი დამატებოდა. ბავშვობაში "იუნაიტედში" ვარჯიშობდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით იყო ხელმისაწვდომი. ამიტომ ჩემს სახლში დავპატიჟე, შევთავაზე, რომ გარკვეული დონის თამაშის სანაცვლოდ ხელფასს გადავუხდიდი და ბედნიერებისგან მეცხრე ცას ეწია. დიახ, მის კარიერას ტრავმებმა ავნეს, მაგრამ მაიკლს ყველაფერი გამოუვიდა. 2010 წელს "ეუმბლიზე" ლიგის თასის ფინალში მან ანგარიშიგაათანაბრა, მომდევნო წელს კი პრემიერ ლიგის ჩემპიონის მედალი მიიღო, რაც მისთვის პირველი აღმოჩნდა უმაღლეს დონეზე ასპარეზობის 13 წლის განმავლობაში.

სუფთა მოგების მიღების წესში ერთი გამონაკლისი გვქონდა და ის ძალაში მაშინ შედიოდა, როცა კლუბისთვის თავდადებული ფეხბურთელის გაყიდვის დრო მოვიდოდა. გუნდში 9 ან 10 წლის განმავლობაში ირიცხებოდნენ, ტრავმებს იღებდნენ და პირველ გუნდის ძირითადში თავს ვერ იმკვიდრებდნენ, ხოლო სეზონების რაოდენობას, რომლებიც ფეხბურთში მომავალში უნდა ჩაეტარებინათ, ცალ ხელზე ითვლიდნენ. ასეთ შემთხვევაში მათთან შეხვედრას ვმართავდით, დახმარებას ვცდილობდით და თავისუფალ ტრანსფერს ვთამაზობდით (რათა ახალ კლუბს მათთვის თავისუფლად მიეცა უფრო მაღალი ხელფასი), გამოსამშვიდობებელი მატჩის ან სხვა რამის მოწყობით. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი გამოუვიდა მას შემდეგ, რაც დაგვტოვა - ფილ ნევილია, რომელიც "ევერტონში" 3 მლნ. ფუნტად გავყიდეთ. ბოლოს აღმოჩნდა, რომ "ევერტონისთვის" შესანიშნავი კონტრაქტი გამოდგა, რადგან ფილს ჩვენ უფრო მეტს ვთამაზობდით; ჩვენ კი წინასწარ ვერ დავინახეთ, რომ კიდევ რვა წელი ითამაშებდა. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც დენის ირვინი, სტივ ბრიუსი, მაიკ ფელაინი და ბრაიან მაკკლერი არიან, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდნენ. როცა პეტერ შმეიხელმა წასვლა ისურვა, თავისუფალი ტრანსფერი ერთი პირობით შევთავაზეთ: სხვა ინგლისურ კლუბში არ უნდა ეთამაშა. ლისაბონის "სპორტინგში" გადავიდა, მაგრამ რამდენიმე წელში ინგლისში დაბრუნდა და ჯერ "ასტონ ვილაში" ითამაშა, მერე - "მანჩესტერ სიტიში". მისი არცერთი გადაწყვეტილება არ გაგვისაჩივრებია, თუმცა ხელგვეწიფებოდა. ფეხბურთელებისადმი ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტი იყო, ვიდრე სწორი.
ალექს ფერგიუსონი - ლიდერობა
9 კომენტარი
№1
16 ივნისი 2016 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
საღოლ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№2
ავტორი: rooney-scholes
16 ივნისი 2016 21:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
პერგი ყოვლთვის იქნებასაუკეთესო
0
№3
16 ივნისი 2016 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: rooney-scholes
პერგი ყოვლთვის იქნებასაუკეთესო

ვან გაალი ჯობდა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№4
ავტორი: IKA0590
16 ივნისი 2016 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
კარგი სტატია არის.წაიკითხეთ
0
№5
16 ივნისი 2016 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
ციტატა: IKA0590
კარგი სტატია არის.წაიკითხეთ

მადლობა რჩევისთვის wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!
№6
ავტორი: Iunaitedi
17 ივნისი 2016 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Sawyenia 116ze meti wamkitxveli roatyavs am statias.
1
№7
ავტორი: makaveli
17 ივნისი 2016 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
dzaaan magari statiaa
0
№8
ავტორი: gela-manchesteri
17 ივნისი 2016 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love
0
№9
ავტორი: hemi
17 ივნისი 2016 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ახლა გამოდით ის ხალხი ფულის ყრას რო ემხრობით და 100 მილიონების ხარჯვას წაიკითხეთ სტატია და ამოიღეთ ლექსიკონიდან ეს ფრაზა "ჩემი ჯიბიდან ხო არ გადი" ამის მეტს არ გთხოვთ არაფერს.
ბევრ მიზეზთან ერთად იმიტო მიყვარდა იუნაიტედი რო სწორი სატრანსფერო პოლიტიკა ჰქონდა, ზუსტად ხარჯავდა და ის მოყავდა ვინც საჭირო იყო + ახალგაზრდებში იდებოდა უდიდესი ინვესტიცია და ფაქტია ერთი ორად ამოიღეს ფილუთაც, ლეგენდებითაც და იმ სასიამოვნო წუთებითაც რომელიც იმ ბიჭებმა ჩვენ მოგვანიჭეს. ახლა მეტყვის ვიღაც რო სხვა დროა და კი ბატონო გეთანხმები გაძვირებულია ფეხბურთელები სად ახლა ფერგი რო იწყებდა იმ დროინდელი ფასები და სად ახლანდელი მარა მარტიალში რო მაგდენ ფულს გაისვრი აი რაც არ უნდა მითხრათ მაინც არ მჯერა რო ეგ ბიჭი მაგდენი ღირდა ან როხო,დარმიანი,შნეიდერლინი,ერერა,ბლინდში რო 200 მილიონს დახარჯავ რა უნდა გელაპარაკოს კაცი ან 40 მილიონად რო ვყიდულობდით რენატო სანჩესს მერე ეს ბაილი კიდე 38 თუ რაღაც, მოკლედ ფაქტია ფული უნდა დაიხარჯოს ფერგის ნაირი მეორე ვერ იქნება კიდე ერთი საუკუნე მარა ეს ფული სწორედ და მიზანმიმართულად უნდა წავიდეს და არ უნდა გავატუტუცოთ ფეხბურთელები

იუნაიტედი არი იუნაიტედი და არა სიტი,რეალი,პესეჟე, ჩვენ ჩვენი გზა გვქონდა ყოველთვის ფეხბურთის თამაშისაც და ყველაფრისაც და ეს თუ არ შევინარჩუნეთ მივეწევით ძაან ბევრ წარსულდი დიად მარა ახლა დასამარებულ გუნდებს

GGMU

ჰო და დამავიწყდა:დ:დ მადლობა ავტორებს და ადმინისტრაციას რო დებთ ფერგის და ნევილის თარგმანებს გაიხარეთ, ასე გააგრძელეთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top