ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადასვლა "მანჩესტერ იუნაიტედში" იმის გამო ყოვნდება, რომ შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, ფეხბურთელისთვის კარგი არ იქნება ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ინგლისში ჩასვლა.
ერიკ ჰამრენი აღნიშნავს, რომ მისი გუნდის კაპიტნის ირგვლივ გავრცელებული ჭორები მას არ აღელვებს და ეს შვედებზე გავლენას ვერ მაოხდენს.
"ფეხბურთელებს აქვთ თავისუფალი დრო განრიგში და ამ დროში აკეთებენ იმას, რაც სურთ, მე კი ვერ გავაკონტროლებ. მაგრამ ზლატანისთვის ახლა მანჩესტერში გადაფრენა კარგი არ იქნება.
ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჭორები ზლატანზე გავლენას ვერ მოახდენს. ამ საქმეში დიდი ხანია იმყოფება. თავს შესანიშნავად ართმევს.
ზლატანის ირგვლივ მყოფი ფეხბურთელები ჭორებს ასევე ისმენენ, მაგრამ არც მათზე ხდება გავლენა. ჩვენს ჯგუფზე ნეგატიურ გავლენას ვერაფერი მოახდენს.
მესმის, რომ ზლატანის ირგვლივ ბევრი ამბები ვრცელდება და არა მარტო შვედეთში, მაგრამ ჩვენთვის ეს არაფერს ნიშნავს".