"ეს ტყუილია, ყველაფერი ტყუილია. ჩემს ეროვნულ ნაკრებში ყოფნა ახლა უფრო ძლიერ მინდა... ეს სიცრუეა და ჩემი ადვოკატები მიხედავენ.
ნაკრებიდან წასვლაზე არასდროს მიფიქრია. ახლა კი უფრო მეტად მინდა ვარჯიში. მე მშვიდი ადამიანი ვარ და ჩემზე გავლენის მოხდენა რთულია. ხოლო, როცა რაღაც სიცრუეა, მით უმეტეს ვერ მოახდენს ჩემზე გავლენას. ჩემი ოჯახის წევრებს ვესაუბრე და დავამშვიდე, მათ იციან როგორი ადამიანიც ვარ", - განაცხადა დე ხეამ.