17 წლის ლეანდრინიო ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება და იგი მიმდინარე კვირაში "ნაპოლის" სავარჯიშო კომპლექსზე იმყოფებოდა.
მისი წარმომადგენლის თქმით, რამდენიმე ევროპული კლუბი, რომელთა შორის არიან ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის წარმომადგენლები, ფეხბურთელით ინტერესდებიან.
"მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მოთამაშე "ნაპოლიში" გადავიდეს, მაგრამ ბევრი კლუბი გვეხმიანება.
თავად ლეანდრინიო კასტელვენტუროში არასდროს ჩასულა, მაგრამ ბიძამისი იმყოფებოდა, თუმცა იგი მანამდე ბარსელონასა და მანჩესტერშიც ჩავიდა.
ორივე მანჩესტერულ გუნდს სურს მისი შეძენა და ადრე "რეალმაც" მოგვმართა.
ჯერ მხოლოდ 17 წლის არის, მაგრამ დიდი ფეხბურთელის ხასიათი აქვს. მის ნეაპოლში ჩაყვანას ვცდილობ. მინდა, მისი ოჯახი დავაკმაყოფილო. ინგლისური გუნდები დიდ თანხას გვთავაზობენ, ხოლო "ნაპოლის" პროექტი აქვს.
2017 წლის იანვრამდე ვერავითარ კონტრაქტს ვერ მოაწერს ხელს, მაგრამ, როცა 18 წლის გახდება, შეძლებს. ამ სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში მან რვა გოლი გაიტანა", - განაცხადა აგენტმა.