მოურინიომ კლუბი ორ ფეხბურთელს დაატოვებინა.
ნიკ პაუელი და ვიქტორ ვალდესი "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებენ.
კლუბმა არცერთ მათგანს არ შესთავაზა ახალი კონტრაქტი, ამიტომ ისინი "ოლდ ტრაფორდს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებენ.
პაულიე "იუნაიტედმა" 2012 წელს "ქრიუდან" შეიძინა 6 მლნ. ფუნტად, მაგრამ პირველ გუნდში მან 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა.
22 წლის ფეხბურთელმა 2015/16 წლების სეზონის მეორე ნაწილი იჯარის წესით "ჰალ სიტიში" გაატარა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში სულ ორჯერ გამოჩნდა.
მანამდე კი ნახევარმცველმა იჯარის წესით "უიგანსა" და "ლესტერში" ითამაშა.
მისი უკანასკნელი შეხვედრა "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში იმავე დღეს შედგა, როცა "წითლები" 2014 წლის აგვისტოში ლიგის თასზე "მკ დონსთან" 4-0 დამარცხდნენ.
ვალდესი კი კლუბს 18-თვიანი კავშირის შემდეგ ტოვებს.
მან კონტრაქტი 2015 წლის იანვარში გააფორმა და თავისი სადებიუტო შეხვედრა "არსენალთან" ჩაატარა, როცა დავიდ დე ხეა შეცვალა.
სეზონის ბოლო მატჩი მან "ჰალის" წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ პირველი გუნდის რიგებში ამის შემდეგ აღარასდროს უთამაშია. ლუი ვან გაალთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ კი იგი იჯარის წესით ლიეჟის "სტანდარდში" თამაშობდა.
წყარო:
M.E.N.