თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2016, 12:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2525,
კომენტარები: 11
"მე ვარ დიდ კლუბში, რომელიც ყოველდღე სიყვარულს მჩუქნის"
დავიდ დე ხეა "იუნაიტედის" დატოვებას არ აპირებს.
დავიდ დე ხეა აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია "რეალის" ინტერესის შესახებ და "მანჩესტერ იუნაიტედში" ბედნიერია.

დე ხეა გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო მადრიდში დაბრუნებასთან, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს საბუთების მოუგვარეობლობის გამო მისი ტრანსფერი არ შედგა.

დავიდის სახელს კვლავ უკავშირებენ ესპანურ გრანდს, თუმცა თავად მეკარე არსად წასვლას არ აპირებს.

"არაფერი ვიცი იმის შესახებ, რომ "რეალს" ჩემი შეძენა სურს. მშვიდად ვარ. მანჩესტერში კიდევ სამი წელი მაქვს დარჩენილი.

"იუნაიტედმა" ყველაფერი მომცა. ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე და ეროვნულ ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული.

მე ვარ დიდ კლუბში, რომელიც ყოველდღე სიყვარულს მაძლევს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მადლიერი ვარ და იქ თავს კარგად ვგრძნობ",
- განაცხადა დე ხეამ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
10 ივნისი 2016 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ეეეჰ ანუ სამ წელში წახვალ? recourse
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
10 ივნისი 2016 12:18
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაგრესი ფეხბურთელი და ადამიანი. კიდევ უფრო დიდი პატივისცემა ჩემგან დევიდს love
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ივნისი 2016 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მიხვდა მე მგონი როგორც იქნა, რომ მისი ადგილი მხოლოდ მანჩესტერშია winked


ადრე საერთოდ არაფერს არ ამბობდა არც წასვლაზე და არც დარჩენაზე და ეხლა გალექსილია wink love
0
№4
ავტორი: stepno
10 ივნისი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: dachi_mu
ეეეჰ ანუ სამ წელში წახვალ? recourse

უეჭველი წავა რეალში 3 წელში smile ამ 3 წელში ლიგას მოიგებს იმედიაა wink love
0
№5
ავტორი: hemi
10 ივნისი 2016 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ეეე მაგრა ტეხავს რა ჩემპ ლიგაზე რო არ ვართ, ასეთ ფეხბურთელებს არ უნდა ეძლეოდეს იქ თამაშის საშუალება, კაია ისე ამან რო მოიბრუნა გული
0
№6
ავტორი: VARDOSANIDZE
10 ივნისი 2016 13:11
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 61
ციტატა: stepno
ციტატა: dachi_mu
ეეეჰ ანუ სამ წელში წახვალ? recourse

უეჭველი წავა რეალში 3 წელში smile ამ 3 წელში ლიგას მოიგებს იმედიაა wink love

3 წელში არ წავა ეს კონტრაქტი უნრალოდ 3 წლიანი შემდეგ კიდევ გაახანგრძლივებს
0
№7
ავტორი: Mufc7
10 ივნისი 2016 13:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მე ვარ დიდ კლუბში, რომელიც ყოველდღე სიყვარულს მაძლევს.

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივნისი 2016 13:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ხოდა დარჩი
0
№9
ავტორი: gela-manchesteri
10 ივნისი 2016 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ეგრე დატოიე ეგრე კაცი ხარ
0
№10
ავტორი: vanovano
10 ივნისი 2016 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
გენაცვალე რააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top