პოლ პოგბამ განაცხადა, რომ სერ ალექს ფერგიუსონი მას სახლში ეწვია, რათა "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩენაში დაერწმუნებინა. მაგრამ ფრანგი ფეხბურთელი კლუბის დატოვებას აპირებდა, რადგან შოტლანდიელის ხელმძღვანელობით მცირე შანსს იღებდა.
პოგბა ახლა ჟოზე მოურინიოს სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს და პორტუგალიელი მასში 70 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებს.
პოლით "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებოდა, მაგრამ "ქალაქელები" ნახევარმცველის ფინანსური პრეტენზიების დაკმაყოფილებას არ აპირებენ, ამიტომ "იუნაიტედს" კონკურენციას აღარ გაუწევენ.
რაც შეეხება ფერგიუსონთან ურთიერთობას, პოგბა მის შესახებ ამბობს: "ის არის მწვრთნელი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ისიც ადამიანია.
ჩემთვის სულერთია, ფერგიუსონი იქნება თუ ობამა, სათქმელს მაინც ვიტყვი.
ფერგიუსონი ჩემთან მოვიდა. ვისაუბრეთ. ამან დამაფიქრა. ჩემი შენარჩუნება სურდა, მაგრამ მე წასვლა გადავწყვიტე".
მოურინიოსთვის პოგბა მთავარ სატრანსფერო სამიზნეს წარმოადგენს და თუ ედ ვუდვორდი მას "ოლდ ტრაფორდზე" დააბრუნებს, მისი ყველაზე დიდი შენაძენი იქნება.
თავად ფეხბურთელი კი თვლის, რომ ჯერ არაფერი გაუკეთებია ფეხბურთში და მის მთავარ მიზანს ჩემპიონთა ლიგის მოგება წარმოადგენს.
"არ ვფიქრობ, რომ დიდებული ფეხბურთელი ვარ. ჩემი აზრით, მე არაფერი გამიკეთებია. ფეხბურთში არაფრისთვის მიმიღწევია. მოვიგე ჩემპიონატები, მაგრამ არ მომიგია ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპა.
საფრანგეთში ევროპის მოგება ნამდვილად არ იქნება ცუდი. ამაშია ჩემი სიძლიერე, მინდა დიდებული ვიყო, რათა ყველაფერი მოვიგო".