უძრავი ქონების სააგენტო Proto Group-მა ოფიციალურ განცხადებაში დაადასტურა, რომ შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მანჩესტერში სახლი იპოვა და ის ძალიან მალე ბრიტანეთში უძრავი ქონების მფლობელი გახდება.
სააგენტოს ოფიციალურ განცხადებას ცნობილი იტალიური გამოცემა Calcio Mercato ციტირებს: "შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ცნობილი ფეხბურთელისთვის მანჩესტერში სახლი ვიპოვეთ.
ჩვენ საკმაოდ ვიბრძოლეთ, რადგან მანჩესტერი არ არის პარიზი და არც მილანი. ზლატანმა ვერ გაიგო, რომ არქიტექტურული სტილით ყველა ერთნაირი ვერ იქნებოდა. საბოლოოდ იგი დათანხმდა ულამაზეს სახლს, საცურაო აუზითა და უზარმაზარი ბაღით."
ზლატანი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან მაგარი იუმორის გრძნობა აქვს. ჩვენ ვუყურებთ მის ღონისძიებას ახალ სპორტულ კომპანიასთან და მისი კომენტარი სახლზე იყო ძალიან სახალისო: "მე შევეჩვევი."