Marca იტყობინება, რომ მადრიდის "რეალი" დავიდ დე ხეას შეძენას არ ეცდება.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე "ლოს ბლანკოსის" სამიზნეს წარმოადგენდა და მოსალოდნელი იყო, რომ მადრიდელთა ინტერესი არც მიმდინარე ზაფხულს გაქრებოდა, მიუ უმეტეს, რომ შარშან დე ხეას გადაბირებამდე "რეალს" მხოლოდ რამდენიმე საათი დააკლდა.
კეილორ ნავასის მომავალი მისი კარგი თამაშის მიუხედავადაც კი სათუო გახდა და მედიის სხვადასხვა წარმომადგენლები მას "რეალის" პირველი მეკარის პოზიციის დე ხეასთვის დათმობას უწინასწამეტყველებდნენ, მაგრამ ახლა მადრიდული გამოცემა იტყობინება, რომ ფლორენტინო პერესი ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.
Marca-ს ცნობით, "რეალის" აღმასრულებელი დირექტორი მეკარის აგენტს, ჟორჟე მენდეშსაც შეხვდა და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობა.