"ქრიუ ალექსანდრამ" 2015/16 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, მარკუს რეშფორდის იჯარით აყვანა სცადა.
ინგლისის ნაკრების ფორვარდმა თავისი სადებიუტო შეხვედრა "იუნაიტედის" რიგებში თებერვალში ჩაატარა, მას შემდეგ კი 18 წლის ფეხბურთელმა ისეთ გუნდებთან გამოიჩინა თავი, როგორებიც "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და სანაკრებო დონეზე ავსტრალია არიან.
შედეგად, რეშფორდი ჰოჯსონის 23-კაციან განაცხადში მოხვდა და ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, თუმცა შეიძლებოდა, რომ მისი კარიერა სულ სხვა გზით განვითარებულიყო, თუკი "რკინიგზელების" ამბიციები მიღწეული იქნებოდა.
"ქრიუ ალექსანდრას" პირველი გუნდის მწვრთნელი ჯეიმს კოლინსი აცხადებს: "იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდის მწვრთნელს, უორენ ჯოისს ვესაუბრა მისი იჯარის წესით აყვანის თაობაზე.
უორენმა მითხრა, რომ ნებას არ დაგვრთავდა, რადგანაც 21-წლამდელთა გუნდში სჭირდებოდა. ერთი კვირის შემდეგ მას სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა პირველ გუნდში, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა".