თბილისი:
მანჩესტერი:
10-06-2016, 00:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2463,
კომენტარები: 8
კერიკის კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები
მაიკლ კერიკის მანჩესტერული კარიერის მნიშვნელოვანი შედეგები და მომენტები.
კერიკის კარიერის მნიშვნელოვანი მომენტები
"მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მაიკლ კერიკს შანსი აქვს, ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის საუკეთესო ოცეულში მოხვდეს.

34 წლის ფეხბურთელმა ინგლისის თასის ფინალში "წითლების" რიგებში 421-ე შეხვედრა ჩაატარა და კიდევ ერთი ტიტული მოიგო. მანამდე მაიკლი ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, ლიგის თასისა და ხუთგზის პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.

კერიკს 17 მატჩის ჩატარება სჭირდება იმისათვის, რომ "იუნაიტედის" მაისურით ნათამაშებ შეხვედრათა რაოდენობით გარი პალისტერს გადაასწროს და ოცეულში მოხვდეს.

გთავაზობთ კერიკის კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს, რომელთა ნაწილის ხილვა ვიდეოშიც შეგიძლიათ.

დებიუტი: 23/08/2006 v "ჩალრტონ ატლეტიკი" (გ) 3-0 პრემიერ ლიგა

"ველიზე" შეცვლაზე შესვლის შედეგად კერიკმა "იუნაიტედის" რიგებში თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ახალწვეულმა 77-ე წუთზე ტრავმირებული ჯი-სუნ პარკი შეცვალა.

პირველი სტარტი: 26/08/2006 v "უოტფორდი" (გ) 2-1 პრემიერ ლიგა


მას მხოლოდ რამდენიმე დღის მოცდამ მოუწია იმისათვის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრილიყო. კერიკმა "ვიკერეიჯ როუდზე" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. რაიან გიგზმა კი მეორე ტაიმში გამარჯვების გოლი გაიტანა.

პირველი გოლი: 13/01/2007 v "ასტონ ვილა" (ს) 3-1 პრემიერ ლიგა

"ოლდ ტრაფორდზე" გატანილმა სწრაფმა გოლმა ბირმინგემელები დააწინაურა, მაგრამ შეხვედრის მე-13 წუთზე პარკ-ჯი სუნის - რომელმაც "წითლების" პირველი გოლი გაიტანა - პასისა და კერიკის მიერ გატანილი გოლით სიტუაცია გამოსწორდა. მაიკლი 35-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს მიერ გატანილი გოლის პროვაიდერიც გახდა.

50-ე მატჩი: 09/05/2007 v "ჩელსი" (გ) 0-0 პრემიერ ლიგა

ინგლისის თასის ფინალში ცოტა ხნით ადრე მოპოვებულმა გამარჯვებამ "ლურჯებს" "იუნაიტედის" წინააღმდეგ დამატებითი მუხტი მისცა. კერიკმა 65-ე წუთზე გაბრიელ ჰაინცე შეცვალა და ეს მისი 50-ე მატჩი გამოდგა.

100-ე მატჩი: 11/05/2008 v "უიგან ატლეტიკი" (გ) 2-0 პრემიერ ლიგა

დასამახსოვრებელი შეხვედრა ნებისმიერი კუთხით, რამეთუ "იუნაიტედმა" მორიგი წარმატება იზეიმა რონალდუსა და გიგზის გოლებით. კერიკმა სული მატჩი ჩაატარა და მისი მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო "ჩელსისთვის" ტიტულის წართმევაში.

მე-200 მატჩი: 20/11/2010 v "უიგან ატლეტიკი" (ს) 2-0 პრემიერ ლიგა

კვლავ "უიგანი" გამოდგა მეტოქე მატჩში, რომელშიც პატრის ევრამ და ხავიერ ერნანდესმა გამარჯვების გოლები გაიტანეს. მექსიკელმა 64-ე წუთზე შეცვალა კერიკი, ხოლო სტუმრებმა მატჩი 9 კაცით დაასრულეს, რამეთუ ანტოლინ ალკასარი და უჰო როდალიეგა მოედნიდან გააძევეს.

250-ე მატჩი: 04/01/2012 v "ნიუკასლი" (A) 0-3 პრემიერ ლიგა

ცუდი საღამო ნახევარმცველისთვის. ფილ ჯონსის ავტოგოლმა "ჯორდების" ტრიუმფის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დემბა ბამ და იოან კაბაიმაც გამოიჩინეს თავი, კერიკმა კი სრული მატჩი ჩაატარა.

300-ე მატჩი: 26/01/2013 v "ფულჰემი" (H) 4-1 ინგლისის თასი

ერთი წლის შემდეგ კერიკს უკეთესი საღამო ჰქონდა, რამეთუ "წითლებმა" ინგლისის თასზე "ფულჰემი" გაანადგურეს. ერნანდესმა ორი გოლი გაიტანა, კერიკმა კი ერთი საათის შემდეგ ადგილი პოლ სქოულზს დაუთმო.

400-ე მატჩი: 02/01/2016 v "სუონსი" (ს) 2-1 პრემიერ ლიგა

ნახევარმცველი მოედანზე ტრავმირებული ანდერ ერერას ნაცვლად შევიდა, "წითლებმა" კი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

გოლები: მის მიერ გატანილ 23 გოლს შორის არის "რომას" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოპოვებულ 7-1 გამარჯვებაში გატანილი ბრწყინვალე გოლი და "უიგანის" კარის აღება, რომელმაც "იუნაიტედს" 2009 წელს მე-18 ტიტული მოუტანა.

ტიტულების სრული სია: პრემიერ ლიგის ტიტული (2006/07, 2007/08, 2008/09, 2010/11, 2012/13), ჩემპიონთა ლიგა (2007/08), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2008), ინგლისის თასი (2016), ლიგის თასი (2009/10), ქომუნითი შილდი (2007, 2008, 2010, 2011, 2013). ის ასევე დასახელდა "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად ფეხბურთელთა ვერსიით 2012/13 წლებში.

ჩატარებული მატჩები:
პრემიერ ლიგა - 291, ჩემპიონთა ლიგა - 72, ინგლისის თასი - 31, ლიგის თასი - 13, ჩერითი შილდი - 6, ევროპის ლიგა - 7, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - 1.

სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
10 ივნისი 2016 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ბებერი მგელი ეს და რუნი მახსენებს იმ ძველს რაც იუნაიტედიდან დარჩა როცა მისი გულშემატკივრობა დავიწყე მაგრად ვაფასებ ამ კაცს love am მანამდე იყო გიგზი, სქოულზი, ბექემი, კანტონა , ბერბატოვი, ნისტელროი,ნემანია და რიოო,როი კინი, გარი ნევილი, სოლცკიაერი, ჯონ ოში, ევრა, რაფაელი, კრიშტიანუ... აი ამ ხალხმა შემაყვარა მანჩესტერი და ფეხბურთი love am ამიტომ გული დამწყდა თავის დროზე ყველა ამ ფეხბურთელზე როცა დაასრულეს კარიერა, ესე იქნება ქერიქზეც და მიხარია რომ ეს წელს არ მოხდება და ის მაურინიოს გუნდშიც მოხვდებაა love
0
№2
ავტორი: stepno
10 ივნისი 2016 03:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Kerik :-* :-*
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ივნისი 2016 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კერიკი ექსტრა კლასის ფეხბურთელად არავის მიაჩნდა, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაიკლი რო არ ყოფილიყო ძალიან დიდი შანსი იყო იმისა, რომ პრემიერ ლიგის მეოცე ტიტული ვერ მოგვეგო. ნახევარდაცვაში მარტო ერთი ადამიანი თამაშობდა და ეს ადამიანი იმ დროს მხოლოდ კერიკი იყო. მე პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ფეხბურთელს და გამიხარდება კარიერას თუ აქვე დაამთავრებს. მის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის love
0
№4
ავტორი: gela-manchesteri
10 ივნისი 2016 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
კერიკი ისე რო გაფუჩდეს რო პასიც კი ვერ აკეთოს ყოველთვის მეყვარება ბებერი ლომია მანჩესთვის ბევრი გააკეთა კერიკამ
0
№5
ავტორი: Duncan Edwards
10 ივნისი 2016 12:07
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 30
კერიკსოონ .. love am
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივნისი 2016 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საჭიროა ასეთი კაცი გუნდში
0
№7
ავტორი: hemi
10 ივნისი 2016 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ყველამ ვიცით რო ტოპ კლასი არაა მარა მაინც მაგარი კაცია მიყვარს, ამდენი ხანია იუნაიტედშია და ჩემთვის პირადად უკვე ლეგენდაცაა რა არი აბა
0
№8
ავტორი: rooney-scholes
13 ივნისი 2016 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
იგი იუნაიტედის ისტორიაში სამუდამოდ დაიკავებს თავის ადგილს manunited
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top