"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.
34 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედმა" 2006 წელს შეიძინა. "მანჩესტერული" კარიერის მანძილზე, მან ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, თითოჯერ ინგლისის თასი, ქარლინგის თასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფას ჩემპიონთა ლიგა.
"უკვე ათი წელია, რაც ეს შესანიშნავი კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია და მოხარული ვარ, რომ ეს დაუჯერებელი ამბავი გაგრძელდება. მაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა ჟოზე მოურინიოსთან მუშაობისა, მან საკუთარ კარიერაში არაერთ დიდ წარმატებას მიაღწია. მინდა ფანებს მხურვალე გულშემატკივრობისთვის მადლობა გადავუხადო. ინგლისის თასის მოგება განსაკუთრებული მომენტი იყო და ვიმედოვნებ, ტიტულების მოპოვებას მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ." - განაცხადა კერიკმა.
"მაიკლი გონიერი და თამაშის კარგად წამკითხავი მოთამაშეა. მოხარული ვარ, რომ ხელშეკრულება გაფორმდა. მისი მიმდინარე ფორმა აჩვენებს, რომ აქვს უნარი და სურვილი იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც არასდროს. მაიკლს კლუბში მოღვაწეობის რამდენიმეწლიანი გამოცდილების სიმდიდრე აქვს და მისი ეს ცოდნა ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.