კრის სმოლინგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი ლუი ვან გაალის შეაქო იმის გამო, რომ მან უფრო ძლიერი დაცვის ხაზი შექმნა.
26 წლის ფორვარდი აწ უკვე დასრულებულ სეზონში "იუნაიტედის" რიგებში ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო და პრემიერ ლიგაში გუნდის საუკეთესო დაცვითი მაჩვენებლების ქონაში წვლილი შეიტანა.
სმოლინგი ამჟამად ინგლისის ნაკრებთან ერთად საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის ემზადება, მანამდე კი ლუი ვან გაალს მადლობას უხდის. "ლუი ტაქტიკურად ძალიან განსწავლული იყო. მიუხედავად სეზონის აღმასვლებისა და ჩავარდნებისა, ვფიქრობ, მთელი გუნდი სოლიდურად გამოიყურებოდა. ბევრი გოლი არ გაგვიშვია. ეს მისი დამსახურებაა.
წინა ხაზიდან უკანამდე გვასწავლიდა, როგორ გვემოძრავა, ბურთი როგორ გვემოძრავებინა და ეს დიდწილად დამეხმარა თამაშის გაუმჯობესებაში", - განაცხადა კრისმა.