ხუთ წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა ერიკ ბერტრანდ ბაიიმ მშობლიური კოტ დ'ივუარი დატოვა და 17 წლის ასაკში "ესპანიოლს" შეუერთდა.
ტრანსფერის დასრულების შემდეგ ცენტრალურმა მცველმა ბარსელონური კლუბის მესამე გუნდში ითამაშა, 2014 წლის ოქტომბერში კი პირველი გუნდის რიგებში ჰქონდა დებიუტი.
სასტარტო შემადგენლობაში მან მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და 2015 წლის იანვარში "ვილიარეალში" გადავიდა, როცა ახალ გუნდს აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულის რანგში კოტ დ'ივუარელთა ყველაზე ახალგაზრდა წევრად შეხვდა.
სწრაფი და ძლიერი მცველი ბაიი 2015/16 წლების სეზონში "ვილიარეალთან" ერთად ბრწყინავდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა ქვეყნის ჩემპიონატში მეოთხე ადგილის დაკავებით, ასევე ევროპის ლიგის ნახევარფინალში თამაშობდა, თუმცა "ლივერპულთან" საპასუხო შეხვედრა გამოტოვა.
სურათებში ასახულია ბაიის ორთაბრძოლა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროს საუკეთესო სამი ფეხბურთელის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ მცირედი წარმოდგენა შეგექმნათ ერიკის შესახებ, იხილეთ ნეიმარის, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუსთან მისი ორთაბრძოლები.