"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვილიარეალის" ახალგაზრდა მცველის, ერიკ ბაილის ტრანსფერი დაადასტურა. ერიკმა კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
22 წლის ფეხბურთელმა "ვილიარეალში" 2015 წლის იანვრიდან დღემდე 47 მატჩი ჩაატარა. კოტ-დ' დივუარის ნაკრების შეხვედრებში მან 15-ჯერ მიიღო მონაწილეობა.
"მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლა ახდენილი ოცნებაა. ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში ყოველთვის ჩემი მიზანი იყო. მინდა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო და მჯერა, რომ ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა დამეხმარება სწორი გზით განვითარებაში სწორ კლუბში. მოუთმენლად ველი თანაგუნდელებთან შეხვედრას და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას" - განაცხადა ერიკმა.
ტრანსფერი მოურინიომაც შეაფასა: "ერიკი ახალგაზრდა ცენტრალური მცველია, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებული. ის კარგად პროგრესირებს და ნამდვილად აქვს პოტენციალი გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო.მოუთმენლათ ველით მასთან მუშაობას, გვინდა მის ტალანტს განვითარებაში დავეხმაროთ და მისი პოტენციალი გამოვავლინოთ. ერიკი შესაფერის კლუბში მოხვდა, რათა პროგრესი განაგრძოს".