შესაძლოა, მარკოს როხო მულტი-მილიონერია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ მდიდარ კლუბში თამაშობს, მაგრამ არგენტინელს თავისი წარსული არ დავიწყებია და თავის ყოფილ კლუბს, "ესტუდიანტეს დე ლა პლატას" "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებისგან 50 წყვილი ბუცი შეწირულობის სახით გადასცა.
სანამ როხო 2008 წელს პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო მატჩს ჩაატარებდა, "ესტუდიანტესის" ახალგაზრდულ აკადემიაში იზრდებოდა და ამავე აკადემიის წევრებს გადასცა საჩუქრები.
კლუბმა, რომელსაც მმართველად "იუნაიტედისა" და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხუან სებასტიან ვერონი ჰყავს, თვითერის საშუალებით გაავრცელა ახალი ინფორმაცია.
კლუბის აკადემიის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, მარიანო ხიმენესმა როხოს ასევე მადლობა გადაუხადა.
ფოტოსურათებში ყველაზე ცხადად ჯონი ევანსის ბუცები ჩანს. თქვენ სხვას ამჩნევთ?
სურათები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.