ჟოზე მოურინიომ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ამოწმებს იგი ახალგაზრდა მოთამაშეების მზადყოფნას ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად.
"ვფიქრობ, დარწმუნებული უნდა ვიყო მოთამაშეში, როდესაც მოედანზე გამომყავს, სხვანაირად არ შეიძლება. ჩვეულებრივ, ფეხბურთელები და მათი აგენტები მეუბნებიან:"მე მჭირდება 5 მატჩი ზედიზედ, რათა გაჩვენო რა შემიძლია". ო, ანუ შენ გჭირდება 5 მატჩი ზედიზედ? საოცარია! შენ არ გჭირდება 5 მატჩი, საკმარისია 10 წუთიც კი იმის საჩვენებლად, მზად ხარ თუ არა ძირითადი შემადგენლობისთვის. ზუმას არ ჰქონია 5 მატჩი"
"10 წუთში რთულია მარადონას სტილში 10 მოთამაშე მოატყუო და ბურთი ბადეში გაახვიო, მაგრამ მე ამას არც ველი მოთამაშეებისგან. მოთამაშეს შეუძლია აჩვენოს მზადაა თუ არა ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, მზადაა თუ არა გაუძლოს ზეწოლას. შენ უკვე აღარ ხარ ის ბიჭი, რომელიც თავის თანატოლებთან ერთად ვარჯიშობს და თამაშობს, უკვე მაღალ დონეზე გადადიხარ. 10 წუთს ბევრის თქმა შეუძლია, ეს საკმარისია ჩემზე შთაბეჭდილების მოსახდენად" - ციტირებს მოურინიოს Manchester Evening News.