ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" ნემანია მატიჩის შესაძენად შეთავაზება გაუკეთა.
დღესდღეობით თითქმის ყველა სპორტული მედია წერს იმის თაობაზე, რომ "იუნაიტედის" ერთ-ერთი ზაფხულის პირველი ტრანსფერი "ვილიარეალის" მცველი ერიკ ბაიი გახდება. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მოურინიოს ყოფილი შეგირდის გაფორმებაც სურს. ორივე მხარე ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს, თავად ფეხბურთელი კი მანჩესტერში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.
"ეშმაკებს" გუნდში ძალიან ბევრი ნახევარმცველი ჰყავს, მატიჩის გადასვლა კი კლუბში არარეალურად ითვლება. სერბი ნახევარმცველი საკუთარი თამაშით "იუნაიტედის" ფრანგ ფეხბურთელ მორგან შნეიდერლინს ძალიან ჰგავს.
ჯერჯერობით კლუბების მხრიდან არავითარი ოფიციალური განცხადება არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დი მარციოს სიტყვები ხშირად მართლდება. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი მართლაც განხორციელდა, ეს 2016 წლის მოულოდნელ ტრანსფერთა სიის სათავეში იქნება.