5 ივნისს "ოლდ ტრაფორდზე" საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, სადაც ინგლისის ვარსკვლავები მსოფლიოს ნაკრებს შეხვდნენ.
Soccer Aid-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი რობი უილიამსია, რომელიც ჟოზე მოურინიოსთან ერთად ინგლისის მწვრთნელი იყო. მსოფლიო ნაკრების ღირსებას რონალდინო, კაფუ, კანავარო და სხვა ლეგენდები იცავდნენ.
თამაში ინგლისის ვარსკვლავების გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. ჯერმენ დეფომ დუბლი გაიფორმა, ხოლო ერთიც მარკ რაიტმა გაიტანა. მსოფლიოს ნაკრებიდან დუბლით "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდი, დიმიტარ ბერბატოვი გამოირჩა.
მიმოხილვა
სრული მატჩი
სურათები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.