მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელემ "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ სერ მეტ ბასბის ბრაზილიელის ხილვა საკუთარ გუნდში სურდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა "სანტოსში" დარჩენა მოისურვა.
"დიახ, 60-იანი წლების ბოლოს "იუნაიტედისგან" შეთავაზება მივიღე. "სანტოსის" ხელმძღვანელობამ მითხრა, რომ ჩემი ტრანსფერის თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" მათ ხშირად ურეკავდა. ისინი მეკითხებოდნენ, მსურდა თუ არა ინგლისში გადასვლა. რადგანაც იმ დროს მადრიდის "რეალი" და "სანტოსი" მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კლუბები იყვნენ, მე დარჩენა გადავწყვიტე.
ყველამ იცის, რომ 25 წლის განმავლობაში "სანტოსში" ვთამაშობდი, შემდეგ კი "ნიუ-იორკ კოსმოსში" გადავედი. მთელი კარიერის მანძილზე ტრავმები თითქმის არ მაწუხებდა. მე მქონდა პატარა, თუმცა არცთუ ისე სერიოზული მუხლის ტრავმები. დაზიანებები მხოლოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ მივიღე,"-განაცხადა ბრაზილიელმა "ოლდ ტრაფორდზე" გამართული საქველმოქმედო მატჩის შემდეგ.