კრიშტიანუ რონალდომ განაცხადა, რომ უეინ რუნის ინგლისის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მოტანა ნამდვილად შეუძლია.
"იმ შეთხვევაში, თუ ჩვენ ინგლისის ნაკრებს ევრო 2016-ზე შევხვდებით, ეს იქნება ჩემთვის ძალიან ემოციური მატჩი, უეინ რუნისა და სხვა ბევრი მიზეზის გამო. უეინი დღესდღეობით ეროვნული ნაკრების ნამდვილი ლიდერია, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის.
მე ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ იგი ინგლისის ლიდერი იყო. ბექჰემისა და ტერის ეპოქის დასრულების შემდეგ, კაპიტნის როლი სწორედ მისთვისაა განკუთვნილი,"-ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Daily Mail.