თბილისი:
მანჩესტერი:
14-10-2012, 13:24
ავტორი: Esi,
ნანახია: 3256,
კომენტარები: 10
გილოცავთ სვეტისცხოვლობას!
ყველა მართმადიდებელს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!
გილოცავთ სვეტისცხოვლობას!
მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული, ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მ.შ. ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.

ყველა RedArmY.Ge-ს წევრს ვულოცავ მცხეთობას.უფლის მადლი არ მოგკლებოდეს თითოეული ქართველის ოჯახს!
სხვა
10 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
14 ოქტომბერი 2012 13:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: UTD-Rule
14 ოქტომბერი 2012 13:27
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მადლობთ love თქვენც ასევე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: Robin Van Persie )))
14 ოქტომბერი 2012 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
მადლობ შენც ასევე გილოცავთ ყველას love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Believe
№4
ავტორი: razma21
14 ოქტომბერი 2012 14:10
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
გილოცავთ ყველას!
0
№5
ავტორი: w.rooney
14 ოქტომბერი 2012 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
გილოცავთ
0
№6
ავტორი: MUFC#1
14 ოქტომბერი 2012 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
გილოცავთ ყველას სვეტიცხოვლის მადლი არ მოგკლებოდეთ love
0
№7
ავტორი: rooney-nika
14 ოქტომბერი 2012 14:37
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
მეც გილოცავთ ყველას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№8
ავტორი: Ví Ví
14 ოქტომბერი 2012 22:04
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
კიდევ ერთხელ გილოცაავთ
0
№9
ავტორი: Rooney
14 ოქტომბერი 2012 22:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
მალადსი
0
№10
ავტორი: Degea1
28 თებერვალი 2013 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
gilocavt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top