ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მას უნარები უფრო უუმჯობესდება.
34 წლის თავდამსხმელმა "პარი სენ-ჟერმენში" გატარებული ბოლო წელი 51 მატჩში გატანილი 50 გოლით აღნიშნა. ახლა კი შვედი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სანამ "ოლდ ტრაფორდის" ახალწვეული გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ ზლატანი 35 წლის ხდება, ფორვარდი ასაკს საერთოდ არ იმჩნევს.
"ვარ 34 წლის თუ 35-ის, ამაზე უკეთესი სეზონი არასდროს მქონია. ჯერ კიდევ ვვითარდები, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ეს მხოლოდ საქმის კეთების საკითხია - მე კი ჯოჯოხეთურად ბევრ საქმეს ვაკეთებ.
უკვე დავამტკიცე, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდული გონება მაქვს. მენტალური ნაწილი ფეხბურთის ნახევარია, ის კი არასდროს წარმოადგენდა ჩემთვის პრობლემას", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.