"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვინგერი ლუიშ ნანი თავის თანამემამულესა და კლუბის ახალ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს აქებს და ფიქრობს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდს" წარმატებას დაუბრუნებს.
ნანი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინაც ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის დროს "ოლდ ტრაფორდი" დატოვა, მაგრამ ჰოლანდიელის კარიერა "იუნაიტედში" დიდხანს არ გაგრძელებულა, რამეთუ იგი ორ წელიწადში დაითხოვეს.
ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა უკვე იპოვა საჭირო მწვრთნელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. "ინგლისში ადრე უკვე მიაღწია წარმატებს. ვიცით, რომ რაღაცას ყველგან აკეთებს, სადაც კი მიდის და იმედი გვაქვს, "მანჩესტერ იუნაიტედს" კვლავ მოაგებინებს ტიტულს", - განაცხადა ნანიმ.