"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მორგან შნეიდერლინი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში თამაშს.
შნეიდერლინი ამჟამად საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩებში იღებს მონაწილეობას. მორგანს ნაკრებში გამოძახების შანსი მას შემდეგ მიეცა, რაც ლასანა დიარამ, რომელიც "ჩელსისა" "რეალში" მოურინიოს ფეხბურთელი იყო, ტრავმა მიიღო.
"საუთჰემპტონის" ყოფილ ფეხბურთელს კი იმედი აქვს, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით ის პრემიერ ლიგის ტიტულს დაეუფლება.
"როგორც ყველამ იცის, მოურინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.
მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ლასანას ვესაუბრე და მხოლოდ კარგი რამეები მითხრა.
მოუთმენლად ველი მასთან ერთად მუშაობას, მის მეთოდებს კი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საკმარისად კარგად მივიჩნევ და ტიტულის მოგებაში უნდა დაგვეხმაროს", - განაცხადა ფრანგმა.