"მანჩესტერ იუნაიტედი" მოლაპარაკებებს მართავს "ვილიარეალის" მცველის ერიკ ბაიის თაობაზე, გვამცნობს Sky Sports.
გამოცემის თანახმად აფრიკელი მცველზე მოლაპარაკებებს აწარმოებს არა მხოლოდ "იუნაიტედი", არამედ "სიტი", "ბარსელონა" და "პარი სენ ჟერმენიც" კი.
22 წლის ფეხბურთელს, როგორც ჩანს, არ აქვს კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხა, რაც ნიშნავს, რომ ოთხივე კლუბს ინდივიდუალურად შეუძლია გარკვეული თანხის შეთავაზება ესპანელებისთვის. სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით 30 მილიონი ევრო იქნება.
ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა 25 შეხვედრა ჩაატარა ლა ლიგაში და 7 ევროპა ლიგაზე, სადაც თავი ერთი გატანილი გოლით გამოიჩინა.
"ვილიარეალმა" კოტ დ'ივუარელი მცველი 2015 წელს "ესპანიოლიდან" შეიძინა "არსენალში" გადაბარგებული გაბრიელ პაულისტას შესაცვლელად.