"მანჩეწსტერ იუნაიტედი" მადრიდის "ატლეტიკოს" ან "სევილიას" თავდამსხმელის შეძენის ვარიანტს განიხილავს ანტუან გრიზმანისა და კევინ გამეოიროს სახით.
შედეგიანობის მხრივ აწ უკვე დასრულებული სეზონი "წითელი ეშმაკებისთვის" პრემიერ ლიგაში ასპარეზობის განმავლობაში ყველაზე ცუდი გამოდგა. ამიტომაც "იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გუნდში არა ერთი, არამედ ორი თავდამსხმელის მიყვანას აპირებს.
პირველი მათგანი ვეტერანი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნება, ხოლო მეორე თავდამსხმელის შესაძენად "იუნაიტედი" დიდძალი თანხის გადახდას აპირებს.
ESPN-ის წყარო იტყობინება, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მოურინიო პრიორიტეტულ სამიზნეებად გრიზმანსა და გამეიროს განიხილავს.
25 წლის გრიზმანის მომავალი კვლავ იმაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიეგო სიმეონე. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" დამარცხების შემდეგ არგენტინელმა სპეციალისტმა ღიად განაცხადა, რომ კლუბის შეცვლაზე ფიქრობს.
ანტუანის ალტერნატივა შეიძლება გახდეს მისი თანამემამულე გამეირო. ფრანგმა უკვე მოიგო "სევილიასთან" ერთად ევროპის ლიგა, მაგრამ 29 წლისაა და ტოპ-კლუბში გადასვლის მეორე შანსი შეიძლება აღარც კი მიეცეს.