"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ანტონი მარსიალმა საფრანგეთის ნაკრებში შოტლანდიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.
"იბრაჰიმოვიჩი კარგი მოთამაშე და შესანიშნავი თავდამსხმელია - იგი ჩვენს გუნდს გააუმჯობესებს" - განაცხადა ანტონიმ.
ასევე ფრანგმა თავდამსხმელმა "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზეც გააკეთა კომენტარი:"ჟოზე მოურინიო შესანიშნავი მწვრთნელია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოს მასშტაბით".
"წითლების" თავდამსხმელს ვარჯიშზე მიღებული მიკროტრავმის გამო მოუწია კამერუნთან გამართული მატჩის გამოტოვება, რომელშიც ფრანგებმა ანგარიშით 3:2 იმარჯვეს.
მიუხედავად იმისა, რომ მარსიალი ბოლომდე მზად არ არის, მაინც მოსალოდნელია მისი თამაში გორდონ სტრანჩანის გუნდის წინააღმდეგ.
"ცოტათი რთული პროცესია, როდესაც დღეში ორი ვარჯიშის ჩატარება გიწევს. ამის თაობაზე მწვრთნელს ვესაუბრე და ვეცადეთ, ცოტა გაგვეადვილებინა ჩემი სავარჯიშო პროგრამა, ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ"