"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარსელონას" ლიონელ მესის შეძენის თაობაზე ბოლო სამ კვირაში ორჯერ მიმართა - იტყობინება Daily Mail.
"წითელი ეშმაკები" არც წელს აპირებენ დანებებას და ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელის შეძენას კვლავ ეცდებიან, მასში კი გადაიხდიან ზუსტად იმ თანხას, რაც მადრიდის "რეალმა" გადაიხადა გარეთ ბეილში, როცა უელსელი "ტოტენჰემიდან" შეიძინა. ეს თანხა მსოფლიო ფეხბურთისთვის რეკორდულ 85 მილიონ ფუნტს შეადგენს.
მესის მოქმედი კონტრაქტი 2018 ეწურება, მაგრამ მისი მხარე არ აპირებს რაიმე სახის ტრანსფერი განხორციელებას. არგენტინელი ფეხბურთელი ესპანეთში თავს კარგად გრძნობს და კარიერის იქვე გაგრძელება სურს.