26 წლის პიანიჩი სერია A-ს კლუბს კონტრაქტით 2018 წლამდე უკავშირდება და "რომა" მისით თანხის გამომუშავებას აპირებს.
ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების ფეხბურთელმა, რომელსაც გამთამაშებლის როლის შეთავსებაც შეუძლია, თავისი გოლი "იუნაიტედის" კარში 2014 წლის ამხანაგურ მატჩში დენვერში გაიტანა, როცა ბენ ამოსს ცენტრის ხაზიდან გაუტანა.
პიანიჩი წინასასეზონო ტურნეზე ამჯერადაც შეძლებს წასვლას, რადგანაც მისი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. მირალემის სავარაუდო შეძენა კიდევ უფრო დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს ხუან მატას მომავალს.