მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობის წევრმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღიარა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მის გუნდს ტომაშ მიულერის შესაძენად მსოფლიო ფეხბურთისთვის რეკორდული თანხა შესთავაზა.
მიულერს უკვე დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებენ "წითელ ეშმაკებს" და ერთი წლის წინ "იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მართლაც სცადა თავისი ყოფილი შეგირდის გადაბირება. თუმცა, ბუნდესლიგის ჩემპიონებმა წინადადება უყოყმანოდ უარყვეს. "მანჩესტერ იუნაიტედისგან" გასულ ზაფხულს გიჟური შემოთავაზება მივიღეთ, მაგრამ ერთი წამითაც არ გვიყოყმანია. სატრანსფერო თანხის მხრივ ეს მსოფლიო რეკორდი იქნებოდა.
ტომაშ მიულერი ჩვენი აკადემიის პროდუქტია. მიუნხენის მახლობლად დაიბადა, აქ ჩამოყალიბდა და ჩვენი გულშემატკივრების გმირია", - განაცხადა რუმენიგემ.