"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას შეძენას კვლავ ცდილობს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენის თაობაზე ბრიტანული ფეხბურთის სარეკორდო შეთავაზება გააკეთა 60 მლნ. ფუნტის სახით.
ჟოზე მოურინიომ მიმდინარე კვირაში უკვე მიიღო ზომები იმისათვის, რომ "ბარსელონა" 23 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაამარცხოს.
მოურინიო ფრანგ ფეხბურთელს "იუნაიტედის" გარდაქმნის პროცესში მთავარ ფიგურად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ პოგბა 4 წლის წინ ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა გაუშვა გუნდიდან.
"იუნაიტედის" შეთავაზება 48 მლნ. ფუნტის დაუყოვნებლივ ანაზღაურებას შეიცავს, 12 მლნ. ფუნტს კი "იუვენტუსი" პოგბას წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში სამომავლოდ მიიღებს.
ეს ბონუსები თანხას იქამდე ზრდის, რომ პოგბაში გადახდილი იქნება 59.7 მლნ. ფუნტზე, ესე იგი, დი მარიას შესაძენად გაღებულ თანხაზე მეტი.
იტალიურ მხარეს ჯერ არ უპასუხია შეთავაზებაზე, თუმცა ცნობილია, რომ თავიანთი წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვა არ სურთ.
თავად პოგბა კი თვლის, რომ მან უკვე ყველაფერს მიაღწია "იუვენტუსთან" ერთად, რისი მიღწევაც შეეძლო და ამაში შედის სერია A-ს ოთხი ტიტული, ახლა კი ახალი გამოწვევა და მეტი ჯილდო სურს.
ფრანგმა თავისი მომავლის განსაზღვრა თავის აგენტს, მინო რაიოლას მიანდო, ეს უკანასკნელი კი ბოლო 3 თვის განმავლობაში განიხილავს შეთავაზებებს.
წყარო:
thesun