მარსელ დესაი აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობა მას შემდეგ სურდა, რაც მილანის "ინტერი" დატოვა.
დესაი მოურინიოსთან ერთად FIFA-ს 66-ე კონგრესზე მექსიკაში ლეგენდების მატჩზე იმყოფებოდა, სადაც მას მოურინიომ უთხრა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობაზე 2010 წლიდან ოცნებობდა.
მილანის "ინტერის" დატოვების შემდეგ ჟოზე მადრიდის "რეალის" მწვრთნელი გახდა, იქიდან კი 2013 წელს "ჩელსიში" დაბრუნდა. "ლურჯებთან" მუშაობა დეკემბერში დათხოვნის შემდეგ დაასრულა, მაისში კი "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
"მექსიკაში FIFA-ს კონფერენციაზე მასთან ერთად ვიყავი. გახსოვთ, როდის დატოვა მილანის "ინტერი" და "რეალ მადრიდში" გადავიდა?
იმ დროს მითხრა, რომ ინგლისში დაბრუნება სურდა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" და არა - "ჩელსიში".
ეს მისი უმთავრესი მიზანი იყო. ამ კლუბს პატივს სცემდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიო მასშტაბის კლუბია.
ახლა მათგან გასაღები მიიღო. ლუი ვან გაალმა 200 მილიონი ევრო დახარჯა, მოურინიო მორიგ 250 მილიონ ევროს დახარჯავს, მაგრამ ის რაღაც კარგს ააშენებს, დარწმუნებული ვარ.
მას გარკვეული პრობლემები აქვს, რადგან მის განკარგულებაშია ხუან მატა, რომელიც "ჩელსიში" დაიწუნა.
დარწმუნებული ვარ, ფელაინი ნახევარდაცვაში არ ითამაშებს. ბევრ რამეზე მუშაობა დასჭირდება", - განაცხადა დესაიმ.