ჟოზე მოურინიომ უარი განაცხადა ამ კვირის უქმეებზე "ოლდ ტრაფორდზე" Soccer Aid-ის საქველმოქმედო მატჩში ინგლისის ნაკრების თავკაცობაზე.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი ინგლისელთა თავკაცი უნდა ყოფილიყო და პრემიერ ლიგის ჩემპიონ კლაუდიო რანიერის დაპირისპირებოდა, მაგრამ პორტუგალიელმა გადაწყვეტილება შეცვალა, რათა მთელი ყურადღება "წითელ ეშმაკებზე" გადაიტანოს.
ჟოზეს ადგილს აღნიშნულ მატჩში, რომელიც კვირას გაიმართება, "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი დაიკავებს და მან უკვე გამოხატა თავისი კმაყოფილება ახალი ამბით.
პოსტი თვითერზე: ჩემთვის პატივია Soccer Aid ინგლისის გუნდის გაწვრთნა "ოლდ ტრაფორდზე"! მოუთმენლად ველოდები კვირას @UNICEF_uk