თბილისი:
მანჩესტერი:
2-06-2016, 15:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2484,
კომენტარები: 14
კოპა ამერიკაზე "იუნაიტედს" სამი ფეხბურთელი ეყოლება
სამხრეთ ამერიკაში "წითლებს" სამი ფეხბურთელი წარმოადგენს.
კოპა ამერიკაზე
"მანჩესტერ იუნაიტედს" კოპა ამერიკის გათამაშებაზე სამი წარმომადგენელი ეყოლება - მარკოს როხო და სერხიო რომერო არგენტინის, ხოლო ანტონიო ვალენსია ეკვადორის ნაკრების რიგებში.

სამხრეთ ამერიკელების უმთავრესი ტურნირი უძველესი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირია მთელ მსოფლიოში. წელს იგი აშშ-ში ტარდება და 3-დან 26 ივნისამდე გაგრძელდება, 16 გუნდი 10 სხვადასხვა ქალაქში ითამაშებს.

არგენტინა

მარკოს როხო და სერხიო რომერო ხერარდო მარტინოს გუნდში ირიცხებიან და ითამაშებენ ტურნირზე, რომელსაც არგენტინა 6 ივნისს სანტა კლარაში, კალიფორნიაში, ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ დაიწყებს - სწორედ იქ დაამარცხეს "წითლებმა" "ბარსელონა" 2015 წლის წინასასეზონო ტურნეზე. არგენტინა ამავე მეტოქეს კოპა ამერიკის წინა წლის ფინალში დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში წააგო. ლიონელ მესი და მარტინოს დანარჩენი შეგირდები ჯგუფურ ეტაპზე პანამასა და ბოლივიასაც შეხვდებიან 10 და 14 ივნისს შესაბამისად.

რომერო, როგორც მოსალოდნელია, კარში ძირითადი მეკარის ადგილს დაიკავებს, 2011 წლის შემდეგ მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. "იუნაიტედის" მეკარემ გასული ორი მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩი ითამაშა და ასევე ორი კოპა ამერიკისაც. მარტინოს გუნდში პირველი არჩევანია მარკოს როხოც, რომელიც მარცხენა მცველად ითამაშებს. მან ინგლისის თასის ფინალში მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ, როგორც ჩანს, სერიოზული არ აღმოჩნდა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალების წაგების შემდეგ "ალბისელესტე" ამჯერად უკეთესის იმედად არის. 1993 წლის შემდეგ მათ არავითარი მნიშვნელოვანი ტურნირი არ მოუგიათ, უკანასკნელად კი ეკვადორში გამართული კოპა ამერიკის ფინალში მექსიკას სძლიეს 2-1. გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ 2004 და 2007 წლებშიც, მაგრამ ორივეჯერ ბრაზილიელებთან დამარცხდნენ.

ეკვადორი


მიუხედავად იმისა, რომ ეკვადორს არასდროს მოუგია კოპა ამერიკა, მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ რთულად დასამარცხებელი გუნდი ჰყავთ. "ტრიკოლორი" შეერთებულ შტატებში კარგ ფორმაში მყოფი ჩადის, რამეთუ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურუგვაის ნაკრებთან ერთად ლიდერობს.

ანტონიო ვალენსიას ნაკრები თავის პირველ შეხვედრას ბრაზილიის წინააღმდეგ 4 ივნისს ჩაატარებს. ამის შემდეგ კი პერუს დაუპირისპირდება 8 რიცხვში, ხოლო 12-ში ჰაიტის.

ეკვადორის ნაკრების რიგებში ვალენსია მარჯვენა ვინგერად ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კლუბში მარჯვენა მცველის პოზიციას უფრო შეეგუა. ანტონიო თავისი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია, რამეთუ 2005 წლის შემდეგ თამაშობს უმთავრეს გუნდში. გასული წლის კოპა ამერიკა მან ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ ამჯერად დიდ ტურნირს კარგ ფორმაში მყოფი ხვდება.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Mufc7
2 ივნისი 2016 15:28
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ანტონიო თავისი ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№2
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივნისი 2016 15:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მე-100 კოპა ამერიკაა? belay
0
№3
ავტორი: t123123
2 ივნისი 2016 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
მიდი ვალენსიაააა
0
№4
ავტორი: GeorgeBest
2 ივნისი 2016 15:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიდი ვალენსია love
0
№5
ავტორი: ikeoni
2 ივნისი 2016 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11522
ბა თქვენ იცით love
0
№6
ავტორი: hemi
2 ივნისი 2016 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ვალენსია რო მევასებოდა ერთ დროს ეგრე დღევანდელ გუნდში ერთი ორი არ მომწონს, სწრაფია, ჯანზეა, ჟილკა აქ, ტექნიკაც მამენტ აქ და დარტყმაც მარა ერთფეროვნად აზროვნებს ხოლმე და ესაა ამის ნაკლი
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 ივნისი 2016 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რაღა მაინცდამაინც ევროპის ჩემპიონატს დაამთხვიეს??? ივლისში ჩაეტარებინათ, ევროპა რო მორჩებოდა.
0
№8
ავტორი: shotkin
2 ივნისი 2016 16:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სადაც ევროპის ჩემპიონატია იქ ამერიკას რამაყურებინებს :DDDD მაგრად მახატია kოპა ამერიკა არც არგენტინა ვარგა არც ბრაზილია,
პ.ს მოუს ტრანსფერებს ველოდებიიიი აგერ სიიტნ გუნდოგანი იყიდა ჩვენც ვიყიდით მალე ვინმეს იმედია love
0
№9
ავტორი: gela-manchesteri
2 ივნისი 2016 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ციტატა: shotkin
სადაც ევროპის ჩემპიონატია იქ ამერიკას რამაყურებინებს :DDDD მაგრად მახატია kოპა ამერიკა არც არგენტინა ვარგა არც ბრაზილია,
პ.ს მოუს ტრანსფერებს ველოდებიიიი აგერ სიიტნ გუნდოგანი იყიდა ჩვენც ვიყიდით მალე ვინმეს იმედია love

სატრანსფერო ფანჯარა გუშინ დაიღო ხო
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
2 ივნისი 2016 17:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ციტატა: gela-manchesteri
ციტატა: shotkin
სადაც ევროპის ჩემპიონატია იქ ამერიკას რამაყურებინებს :DDDD მაგრად მახატია kოპა ამერიკა არც არგენტინა ვარგა არც ბრაზილია,
პ.ს მოუს ტრანსფერებს ველოდებიიიი აგერ სიიტნ გუნდოგანი იყიდა ჩვენც ვიყიდით მალე ვინმეს იმედია love

სატრანსფერო ფანჯარა გუშინ დაიღო ხო


ხო გაიღო უკვე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top