ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფორვარდის წაყვანაში მას ფეხბურთელის უნარებმა შეუწყო ხელი.
მარკუს რეშფორდმა "მანჩესტერ იუნაიტედში" არაერთ ტურნირზე ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაში გატანილი გოლის შემდეგ "წითელ ეშმაკებთან" ერთად პირველივე სეზონში მოიგო ტიტული და ინგლისის ნაკრებში მიწვევაც მიიღო, სადაც ასევე სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა გოლი.
18 წლის ფორვარდმა კი მოგვიანებით ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლებაც მიიღო, რის მიზეზსაც როი ჰოჯსონი ხსნის.
"მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, რა თქმა უნდა. რეშფორდს სეზონის ფანტასტიკური დასასრული ჰქონდა და ის ძალიან, ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.
მას აქვს განსაკუთრებული უნარები, ჩემი აზრით, რომელიც ყველამ აღიარა და მისი ხილვა ძალიან საინტერესო იქნება საბოლოო 23-ში, სადაც გამოჩნდება, უფრო მაღალ დონეზე წარმოაჩენს თუ არა თავის შესაძლებლობებს.
ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე, დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა უამრავი არჩევანი, ხანდახან კი არც ისე ბევრი, ზოგჯერ კი საერთოდ ამბობდნენ, რომ საკმარისი ფეხბურთელებიც კი არ გვყავდა გუნდის შესაქმენლად, რაც რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის.
ახლა კმაყოფილი ვარ, ჩვენ გვყავს 23 ფეხბურთელი, რომელთა წაყვანაც მინდა და მათი საშუალებით ნამდვილად შეგვიძლია დიდი რამის გაკეთება", - განაცხადა ჰოჯსონმა.