Sky Sports-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე არავის დანიშვნას არ აპირებს.
უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ "სევილიას" სპორტული დირექტორი, რამონ მონჩი ანდალუსიას ზაფხულში დატოვებდა და "ოლდ ტრაფორდს" მაშინვე შეუერთდებოდა.
"იუნაიტედს" ასევე უკავშირებდნენ "ატლეტიკოს" სპორტულ დირექტორს, ანდრეა ბერტას, თუმცა ბრიტანული სპორტული არხის ინფორმაციით, "იუნაიტედი" კლუბში ახალი პოზიციის წარდგენას არ აპირებს.
ჭორები, "იუნაიტედში" სპორტული დირექტორის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკის შემდეგ გაჩნდა. ედ ვუდვორდი, რომელმაც წარმოუდგენელ კომერციულ წარმატებას მიაღწია, ვერ დაიკვეხნის წარმატებული ტრანსფერებით - "იუნაიტედი" ხშირად კარგავს დაინტერესებულ მოთამაშეებს, გუნდში მოსულ ფეხბურთელთა უმრავლესობას კი ძალიან დიდი ჩავარდნა აქვს.
გუნდი იმედოვნებს, რომ სიტუაცია ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ შეიცვლება, რადგან პორტუგალიელ სპეციალისტთან მუშაობა ძალიან ბევრ მოთამაშეს სურს.
წყარო:
Manutd.ru