"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი ფიქრობს, რომ მისმა კლუბმა ჟოზე მოურინიოს სახით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი დაიქირავა.
"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი ლუი ვან გაალის შემცვლელად გასულ კვირაში დაინიშნა და მისი უმთავრესი დავალება სამწლიანი პაუზის შემდეგ გუნდისთვის ტიტულების დაბრუნება იქნება.
რუნი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა მოურინიოს სასურველ ფეხბურთელად და 2013 წელს ეს ჭორები კიდევ უფრო აქტუალური იყო, როცა ინგლისელი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდის დატოვებას აპირებდა.
პორტუგალიელისა და რუნის გაერთიანება ერთ გუნდში მაინც მოხდა, მაგრამ არა "ჩელსის", არამედ "მანჩესტერ იუნაიტედის" სტადიონზე.
პორტუგალიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ ინგლისის ნაკრების კაპიტანი მოურინიოს დანიშვნას გამოეხმაურა: "ეს ამაღეველებელია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და პრემიერ ლიგას ნამდვილად კარგად იცნობს.
ჩემთვის და "მანჩესტერ იუნაიტედის" სხვა ფეხბურთელებისთვის ამაღელვებელი დროა, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები მას".