მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ წყვეტს სატრანსფერო საკითხებს, მაგრამ მისი აზრით, ერთ კლუბში ორი კარგი მეკარე ვერ ითამაშებს.
ესპანური გრანდი დე ხეას გადაბირებას გასულ სეზონში ცდილობდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს საბუთების მოუწესრიგებლობის გამო ტრანსფერი არ განხორციელდა, დავიდმა კი "იუნაიტედთან" ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის მეკარის მომავალი კვლავ ჭორების საგანია და მას ისევ უწინასწარმეტყველებენ მადრიდში გადაბარგებას, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოს მისვლამ შეიძლება, სიტუაცია შეცვალოს.
ფლორენტინო პერესი, "რეალის" პრეზიდენტი კი აღნიშნავს, რომ მოურინიოს ფაქტორს დამატებული "რეალის" მეკარის, კეილორ ნავასის შესანიშნავი თამაში, ტრანსფერის განხორციელებას კიდევ უფრო ართულებს.
"მე არ ვწყვეტ ასეთ საკითხებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ერთ კლუბში ორი დიდებული მეკარის შენარჩუნება ძალიან ძნელია", - განაცხადა პერესმა.