"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი დეილი ბლინდი აცხადებს, რომ არ აპირებს კლუბში თავისი ადგილი დათმოს და ამის საპასუხოდ მოურინიოსთვის თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას ეცდება.
ბლინდი "ოლდ ტრაფორდზე" "აიაქსიდან" გადასვლის შემდეგ გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა და ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით არაერთი მატჩი ჩაატარა, თუმცა ჟოზეს მისვლის შემდეგ მისი მომავალი ეჭვქეშ დადგა.
"მოურინიოსთან მუშაობას მოუთმენლად ველი. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, რამე თუ შეიცვლება. მე, უბრალოდ, ყველაფერს გავიღებ და ბევრს ვიშრომებ. მოურინიო არის მწვრთნელი, რომელმაც ბევრს მიაღწია და მასთან ერთად მუშაობა მსურს.
შესაძლოა, ისეთივე მაღალი არ ვარ, როგორიც პეპეა, მაგრამ, ვფიქრობ, პრემიერ ლიგაში დავამტკიცე, რომ თავდაცვა შემიძლია. ჩვენ ყველაზე ცოტა გოლი გავუშვით ჩემპიონატში და, როგორც მახსოვს, ყველაზე მეტი "მშრალი" მატჩი ჩავატარეთ. ეს კი ნამდვილად არის საამაყო. მე თითქმის ყველა მატჩში მივიღე მონაწილეობა და ეს კარგი შეგრძნებაა.
შეგიძლიათ, ჩემი მომავლის შესახებ ნებისმიერი სახის სტატია დაწეროთ, მაგრამ მე მოურინიოს ხელმძღვანელობით ყველაფერს გავიღებ", - განაცხადა ჰოლანდიელმა.