"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პორტუგალიელი ფეხბურთელის შეძენა გამოირცხა.
"იუნაიტედი" რენატუ სანჩესის კანდიდატურას განიხილავდა, სანამ ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა, ამის შემდეგ კი ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველით, ჟოაო მარიოთი დაინტერესდა.
კლუბს ასევე უკავშირებენ "ვალენსიას" ნახევარმცველს, ანდრე გომეშს, რომელსაც მოურინიოს აგენტი ჟორჟე მენდეში წარმოადგენს, თუმცა თავად ჟოზე აცხადებს, რომ მის გუნდში პორტუგალიელი ფეხბურთელი არ ითამაშებს.
"პორტუგალიიდან არცერთ ფეხბურთელს არ შევიძენ", - განაცხადა მოურინიომ ლისაბონის უნივერსიტეტში ლექციის წაკითხვისას.
კრიშტიანუ რონალდუ, ნანი და ბებე არიან პორტუგალიელი ფეხბურთელები, რომლებმაც სწორედ "იუნაიტედში" ითამაშეს, ხოლო 2007 წელს "ოლდ ტრაფორდზე" პორტუგალიური გუნდის, "პორტუს" ფეხბურთელი ანდერსონი გადაბარგდა.