ევროპის ჩემპიონატის მასპინძელმა გუნდმა თავისი საბოლოო 23-კაციანი განაცხადი გააკეთა, რომელთა რიგებში პრემიერ ლიგის 10 ფეხბურთელი შედის, მათ შორის კი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ენტონი მარსიალიც არის.
მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 23-კაციან განაცხადში არ გამოიძახა რაფაელ ვარანი და ჟერემი მაწიე, რომელთაც ტრავმა აღენიშნათ. მათ ნაცვლად კი ადილ რამი და სამუელ უმტიტი გაემგზავრებიან ევროპის ჩემპიონატზე.
განაცხადში ასევე არ არის "ლივერპულის" მცველი მამადუ საკჰო, რომელსაც დისკვალიფიკაცია მოუხსნენს.
საფრანგეთის ნაკრების საბოლოო განაცხადი:
მეკარეები: ბენუა კოსტილი ("რენი"), უგო ლიორისი ("ტოტენჰემი"), სტივ მანდანდა ("მარსელი").