რაიან გიგზის მომავალი მალე გაირკვევა.
რაიან გიგზი დუბაიში გატარებული არდადეგების შემდეგ დღეს მანჩესტერში დაბრუნდა, რათა ჟოზე მოურინიოს შეხვდეს და "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული თავისი მომავალი განიხილოს.
42 წლის გიგზის მომავალი დიდი ხანია ეჭვქვეშ დგას, თუმცაღა "იუნაიტედი" მას 21-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობს.
მიუხედავად ასეთი შეთავაზებისა, გიგზი არ აპირებს დარჩეს კლუბში, რომელსაც 14 წლის ასაკში შეუერთდა, მაგრამ მოურინიოსა და "იუნაიტედის" წინადადებას მაინც განიხილავს.
მოურინიომ კი ამასობაში გუშინ კარინგტონი მოინახულა, სადაც მასპინძლობა გაუწია "იუნაიტედის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სერ ბობი ჩარლტონმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი პორტუგალიელს მუდმივად აკრიტიკებდა.
მოურინიომ ჩარლტონი თბილად მიიღო და უთხრა, რომ ძალიან ბედნიერი იყო მასთან შეხვედრით. გარდა ამისა, მოურინიომ ჩარლტონს 1966 წელი გაახსენა, როცა ბობი ჩარლტონმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პორტუგალიასთან გატანილ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა.
ჟოზემ ჩარლტონს ხუმრობით მოახსენა:
"თქვენ ჩემი ქვეყნის ოცნება მოკალით 1966 წელს, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ".წყარო:
telegraph