ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ ფეხბურთელთა სრული სია გამოაქვეყნა.
"წითელ ეშმაკებს" ვერ დაეხმარება 31 წლის ნიკოლას ლომბერტსი, რომელსაც ტრავმა აღენიშნება, მის გარდა კი გუნდში არ არის ვენსან კომპანიც, ბელგიელთა კაპიტანი. სწორედ ტრავმირებულთა ნაცვლად იქნა გამოძახებული "გენკის" მცველი კრისტიან კაბასელი.
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" კი საბოლოო განაცხადში მარუან ფელაინი მოხვდა. ადნან იანუზაი ნაკრებს მიღმა დარჩა.
ბელგიის ნაკრების სრული განაცხადი:
მეკარეები: ტიბო კურტუა ("ჩელსი"), სიმონ მინოლე ("ლივერპული"), ჟან-ფრანსუა ჟილე ("ბარი").
მცველები: ტობი ალდერვეირელდი ("ტოტენჰემი"), დედრიკ ბოიატა ("სელტიკი"), ჯეისონ დენაიერი ("მანჩესტერ სიტი"), ბიორნ ენგელსი ("ბრიუგე"), კრისტიან კაბასელი ("გენკი"), ჯორდან ლუკაკუ ("ოოსტენდე"), ტომას მუნიერი ("ბრიუგე"), ტომას ვერმაელენი ("ბარსელონა"), იან ვერტონგენი ("ტოტენჰემი").