ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრების განაცხადი დაასახელა, თუმცა მასში მხოლოდ 19 ფეხბურთელი შეიყვანა და დამატებით ოთხს მოგვიანებით დაასახელებს.
19-კაციან განაცხადში მოხვდა "არსენალის" მარჯვენა მცველი ჰექტორ ბელერინი, რომელსაც შანსი მას შემდეგ მიეცა, რაც დანი კარვახალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმა მიიღო.
"ელ ფურია როხას" შემადგენლობაშია "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეაც, რომელსაც კონკურენციას იკერ კასილიასი და სერხიო რიკო გაუწევენ.
"წითელი ეშმაკების" სხვა ესპანელი ფეხბურთელები კი, ანდერ ერერა და ხუან მატა, გაფართოებულ შემადგენლობაშიც კი არ იყვნენ.
ესპანეთის ნაკრების 19-კაციანი განაცხადი: მეკარეები: იკერ კასილიასი ("პორტუ"),
დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), სერხიო რიკო ("სევილია").
მცველები: ხერარ პიკე, ხორდი ალბა, მარკ ბარტრა (ყველა "ბარსელონადან"), სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი"), მიკელ სან ხოსე ("ბილბაო"), ჰექტორ ბელერინი ("არსენალი"), სერხიო რამოსი ("რეალი"), ხუანფრანი ("ატლეტიკო").
ნახევარმცველები: ბრუნო ("ვილიარეალი"), სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ორივე "ბარსელონადან"), ტიაგო ალკანტარა ("ბაიერნი"), დავიდ სილვა ("მანჩესტერ სიტი"), პედრო, სესკ ფაბრეგასი (ორივე "ჩელსიდან"), კოკე ("ატლეტიკო").
თავდამსხმელები: არიც ადურისი ("ბილბაო"), ნოლიტო ("სელტა"), ალვარო მორატა ("იუვენტუსი"), ლუკას ვასკესი ("რეალი").