დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი მარკო როისი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, მაგრამ გერმანელებს დაეხმარება "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი.
27 წლის როისმა ტრავმის გამო უკვე გამოტოვა დიდი სანაკრებო ტურნირი, როცა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშა, ახლა კი ევროპის ჩემპიონატს დააკლდება.
მისი 31 წლის კოლეგა ბასტიან შვაინშტაიგერი კი "ბუნდეს მანდშაფტის" რიგებშია, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ჰქონდა.
როისის გარდა გერმანელებს დააკლდებათ იულიან ბრანდტი, კარიმ ბელარაბი და სებასტიან რუდი.